ფრთხილად! ხელოვნური თაფლი არ იყიდოთ – უმეტესობა ფალსიფიცირებულია

01:00 11-10-2016
314

“შაქრისგან დამზადებული თაფლის სისტემატური მიღება ბა­ვშვისთვის და ასევე, მოზარდისთვ­ის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პანკრეასის ჯი­რკვალი, დიდი შანსია, რომ შაქრია­ნი დიაბეტი განუვითარდეს”

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თაფლი ყველაზე საჭირო და სასარგებლო პროდუქტია, ოღონდ ეს მაშინ, თუ ის ნატურალურია და შაქრისგან არ არის დამზადებული. ნატურალური თაფლი 35% გლუკოზასა და 38% ფრუქტოზას შეიცავს, ასევე, თითქმის ყველა ვიტამინს, ოღონდ მცირე დოზით. 100 გრამ ნატურალურ თაფლში 308 კალორიაა. ხელოვნური თაფლი კი მხოლოდ გლუკოზასა და ფრუქტოზას შეიცავს. ასეთ თაფლში 30% შაქრიანობაა. როგორი თაფლი იყიდება დღეს საქართველოში და რისგან ამზადებენ მეწარმეები ხელოვნურ თაფს? „პრაიმტაიმი“ „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარეს, ექიმ ეპიდემიოლოგს, ზურაბ ფუტკარაძეს ესაუბრა:

– ზოგი მეწარმე ფალსიფიკ­აციას ფუტკრის მოვლის დროს ახდენს და ფუტკარს შაქრის სიროფით კვებავს, კონკრეტუ­ლად კი სკაში გამდნარ შაქარს უდებს, რომელიც თხელ ცელო­ფანშია მოთავსებული. ფუტკ­რის ხელოვნურად გამოკვება კი მწერს აზარმაცებს და მისი გამომუშავებული თაფლი უკვე შაქარს გამოყოფს და არა იმუნ­იკალურ კვებით ღირებულებებს, რომლის გამომუშავებას მცენარ­ეებისგან ახდენს. იცით, რატომ მაიმუნობენ მეწარმეები და რა­ტომ კვებავენ ფუტკარს შაქრით?

იმიტომ, რომ ზამთარში, როდე­საც მცენარე და ხე, ფაქტობრი­ვად, მკვდარია, ფუტკარი შიმშილ­ით არ დაეხოცოს. არადა, წესით, ფერმერმა, როდესაც თაფლის მოსავალს იღებს, თითოეულ სკაში ორი ფიჭა უნდა დატოვოს, რადგან ზამთარში ფუტკარი თავისავე თა­ფლით გამოიკვებოს. ზოგიერთ მე­პატრონეს უცბად მოუნდება ხოლმე გამდიდრება და ფუტკარს ბოლო წვეთამდე აცლის თაფლს, ზამთრის მარაგს კი შაქრის სიროფით უვსებს. როდესაც ფუტკარი სისტემატურ­ად იღებს შაქრის სიროფს, თავისთ­ავად, ეს მის გადაგვარებას იწვევს. ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანი უშაქრო პროდუქციის მიღებას მი­აჩვიო. სისტემატურად უშაქრო პრ­ოდუქციის მიღება კი კუჭქვეშა ჯი­რკვლის, პანკრეასს რომ ვეძახით, გადაგვარებას იწვევს და ჯირკვალი ინსულინს აღარ გამოყოფს. შეიძლე­ბა, ცუდი შედარება მომყავს, მაგრ­ ამ ასეა, ფუტკარი ზარმაცდება და შაქრისგან გამოკვებილი ფუტკრის თაფლი სასარგებლო აღარ არის და ეფექტიც აღარ აქვს.

ძნელია, დღეს ბაზარზე ნატუ­რალური თაფლი შეიძინო, რადგან უმეტესობა ფალსიფიცირებულია. არა, მთლად ისე არ გამიგოთ, თითქ­ოს საქართველოში ნატურალური თაფლი არ იყიდებოდეს, მაგრამ უმ­ეტესობა, დაახლოებით 10-20%-დან 50%-მდე პროდუქტი ფალსიფიც­ირებულია. ასეთი თაფლის მიღებას კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეფექტი არა აქვს. ყურადღება გაამ­ახვილონ მშობლებმა, რომლებსაც მოზარდები და პატარა ბავშვები ჰყავთ. შაქრისგან დამზადებული თაფლის სისტემატური მიღება ბა­ვშვისთვის და ასევე, მოზარდისთვ­ის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პანკრეასის ჯი­რკვალი, დიდი შანსია, რომ შაქრია­ნი დიაბეტი განუვითარდეს.

ორჯერ და სამჯერ მიღება არაფერს ავნებს, მაგრამ სისტემატური მიღება, რო­გორც გითხარით, გარკვეულ საფრ­თხეს უქმნის მოზარდს. შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი. გენე­ტიკურად გადაეცემა თუ არასწორი კვება იწვევს, არავინ იცის.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N29-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე