ავტორი: დეა თავბერიძე
ქურუმი გოგონას მუმია
საქართვეელოში, თბილისის ხელოვნების მუზეუმში, ეგვიპტელი გოგოს, მუმია ინახება, რომელიც მე-19 საუკუნეში, კაიროდან ჩამოიტანეს.
ის, ქართველმა მოგზაურმა და დიპლომატმა, გიორგი ავალიშვილმა, 2000 ოქროდ შეიძინა. ექსპედიცია, რომელშიც ავალიშვილმა მიიღო მონაწილეობა - ეგვიპტეში, პეტერბურგის აკადემიამ დაგეგმა. თავად ავალიშვილი კი, საქართველოდან პეტერბურგში წარგზავნილი დესპანი იყო…
მარინა დგებუაძე - აღმოსავლური კოლექციების კურატორი:
ეს ქურუმი გოგონას მუმიაა, რომელსაც თახარისი ჰქვია. იგი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მეშვიდე საუკუნით თარიღდება. როგორც სარკოფაგის წარწერით გახდა ცნობილი, ქურუმი გოგონა, ქალღმერთ მუტის მსახური იყო.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სარკოფაგს, წარწერის ორი ფენა აქვს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სარკოფაგი, ქურუმ გოგონამდე, სხვა მუმიას ეკუთვნოდა…
მუმიფიკაციის მეთოდს, ანუ გარდაცვლილი ადამიანთა სხეულის. მუდმივად შენახვის საიდუმლოებას, ეგვიპტელები, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ფლობდნენ. ძველი ეგვიპტელები, მუმიფიცირებას ფარაონებს, მაღალი რანგის მოხელეებს და ქურუმებს უკეთებდნენ, შემდეგ სპეციალური ყუთით სარკოფაგში ინახავდნენ.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N 11-ის არქივიდან.2009 წ.)