ქართველი სელებრითები პირველ პაემანზე – "სატრფო სტალინის ძეგლთნ ბედის ანაბარა მიატოვა - ეს ალბათ ნიშანი იყო"...

00:55 10-18-2016
173

“ახ­სოვს, სატრფოსთნ მიახლოების პირველივე წამებში როგორი სა­შინელი მიწისძვრა მოხდა”…

ავტორი: მარი გულორდავა

პირველი პაემანი, ალბათ, ყვ­ელას ცხოვრებაში სკოლის ასაკს უკავშირდება – ლამაზი და კარგ­ად გასახსენებელი, რადგან ბავშ­ვურად გვიყვარდა… 

თითქმის ყველა რესპონდენტს ჯერ გაუჭირდა პირველ პაემანზე ლაპარაკი, შემდეგ კი ბავშვობის სასიამოვნო წუთები ყველამ დი­დი ხალისით გაიხსენა.

მერაბ სეფაშვილი: „არც კი მახსოვს, როდის მქონდა პირვ­ელი პაემანი…“ 

მერაბ სეფაშვილს პირველი პა­ემანი მე-6 კლაში მასზე ერთი წლ­ით უმცროს გოგონასთან ჰქონდა, რომელიც იმავე სკოლაში სწავ­ლობდა, სადაც მერაბი… პირველი შეხვედრა გოგონას მერაბმა ქუჩა­ში დაუნიშნა. ყველაფერზე უსაუ­ბრიათ, იმის გარდა, რაზეც უნდა ესაუბრათ ბიჭსა და გოგოს. ხელიხელჩაკიდებულებს არ უვლი­ათ, რადგან, მერაბის თქმით, იმ დროს ბიჭები გოგოს მაგდენს ვერ უბედავდნენ…. მერე მათი გზები გაიყარა, თუმცა დარჩა ლამაზი წუთები და სასიამოვნოდ გასახსენებელი სკოლის სიყვარული.

ნინა პირველი პაემნიდან გა­იქცა 

ნინა წკრიალაშვილს პირველი პაემანი გორში, სტალინის მუ­ზეუმთან ჰქონდა. მაშინ შეყვარ­ებულს და დღეს კი უკვე ყოფილ ქმარს ხვდებოდა. ახსოვს, როგორ ნერვიულობდა, თუმცა ისიც ახ­სოვს, სატრფოსთნ მიახლოების პირველივე წამებში როგორი სა­შინელი მიწისძვრა მოხდა. რო­გორც გვითხრა, თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. ეგონა, რომ ნერვიულობის გამო ეჩვენებოდა, მაგრამ, როცა გონს მოეგო, სახლ­ისკენ უკანმოუხედავად გაიქცა, სატრფო კი სტალინის ძეგლთნ ბედის ანაბარა მიატოვა. შემდ­ეგ, როცა დაქორწინდნენ, თუ­რმე ქმარი სულ ახსენებდა, როგორ გამიმეტე და არც კი მითხარი, ერთად გავიქც­ეთო…ნინა ამბობს, რომ ეს, ალბათ, ნიშანი იყო, რომ წყ­ვილს ერთად ყოფნა ბოლო­მდე არ ეწერათ.

პირველი პაემანი გია ცინაძე გოგოებთან შე­ხვედრას არ გეგმავს 

მყუდროდ მონათლულ გია ცინაძეს პაემანი არასოდეს ჰქ­ონია. როგორც გვითხრა, არ მო­სწონს, როცა პაემანისთვის ემ­ზადებიან, სპეციალურად იპრა­ნჭებიან და სუნამოს იპკურებენ. მან პირველად გოგოს საკუთარი ემოციის შესახებ ბავშვობაში უთხრა, თუმცა შემთხვევით. ბო­ლოს მათი შეხვედრები ურთი­ერთობაში გადაიზარდა.

რატი დურგლიშვილი პირვ­ელ პაემანზე შეაცდინეს 

რატის პირველი პაემანი 15 წლის ასაკში ჰქონდა. დასასვენ­ებლად წავიდა და შემთხვევით, პაემანზე აღმოჩნდა. ამბობს, რომ ძალიან დაბნეული იყო. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის გარშ­ემო. გოგონა, რომელსაც პაემ­ანი დაუნიშნა, მასზე სამი წლით დიდი იყო. „ძალიან მიკვირს, რა მოეწონა ჩემი. ვფიქრობ, უშნო ვიყავი. მაშინ ის ასაკი მქონდა, არაფრის აზრზე რომ არ ხარ. ვერც მივხვდი, რა გავაკეთე“. პი­რველი პაემნის შემდეგ სატრფო სადარბაზომდე მიაცილა. წვიმ­იანი დღე იყო, რამაც მათ შეხვ­ედრას უფრო მეტი რომანტიზმი შემატა. სამი წლით უფროსმა გოგომ რატის პირველი კოცნა აჩუქა.

ნინი ბადურაშვილი პირვ­ელი პაემნისთვის გამოიპრა­ნჭა 

ნინი ბადურაშვილი პირველი პაემნისთვის საგანგებოდ გამო­იპრანჭა. როგორც ამბობს, ძა­ლიან მონდომებული იყო, რადგ­ან უნდოდა, თავისი სიყვარულის ობიექტისთვის თავი მოეწონებ­ინა. 15 წლის იყო ნინი, პირველ პაემანზე რომ წავიდა პირველ შეყვარებულთან, რომელსაც, თურმე, ნინის ჩაცმულობაში დირექტივები სულ შეჰქონდა. ამიტომაც, ჩაცმულობას ყოვე­ლთვის განსაკუთრებულ ყურა­დღებას აქცევდა. მომღერალს პაემნის დეტალები არ ახსოვს. ამბობს, რომ ძალიან დაბნეულია და აქედან გამომდინარე, თარი­ღებისა და დეტალების დამახს­ოვრება უჭირს.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N23-ის არქივიდან 2009.წ)

ავტორი: რუსა ღვანიძე