ქართველი სუროგატი დედები მუტანტებს აჩენენ - "ჩვენი სუროგატი დედა, სიფილისით ყოფილა დაავადებული"

17:21 07-18-2016
364

ავტორი: ია დანელია.

უკანასკნელი ათი წელია, მსოფლიო, განაყოფიერების უახლეს მეთოდებს ამუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ ქალი უშვილოა, ან გარკვეული დაავადებების მატარებელია და თავად არ შეუძლია შვილის გაჩენა, ოჯახის, ან დედის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სუროგატი დედის დაქირავება, რომელიც ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედითა და მამის სპერმატოზოიდით
განაყოფიერებულ ჩანასახს, თავის სხეულით ატარებს.

მსოფლიოში, ნებისმიერი ასეთი პროცედურა, 50 000 დოლარს აღწევს. თანხის ღირებულებაში შედის, პოტენციური დედისა და მამის, აგრეთვე, სუროგატი მშობლების სამედიცინო და გენეტიკური შესწავლა, ყველა სხვა ქირურგიული მანიპულაციისა და მშობიარობის ანაზღაურება. რასაკვირველია, სუროგატი მშობლის გასამრჯელოს, გათვალისწინებით.

სულ ოთხი წელია, რაც საქართველოში, ჩასახვის უახლესი მეთოდოლოგია დაინერგა, თუმცა, ევროპული ანალოგიებისგან, ჯერ კიდევ, საკმაოდ შორს ვართ. იმდენად შორს, რომ ჩვენში, სუროგატი მშობლების დაქირავება. ხშირად სიცოცხლისთვისაც სახიფათოა და ჩვილის ჯანმრთელობისთვისაც.

საქართველოში, ორმა დაზარალებულმა ოჯახმა, განაცხადა, რომ მრავალთვიანი სამედიცინო ექსპერიმენტებით, მორალურადაც განადგურდა და სერიოზული მატერიალური ზიანიც მიადგა, ოჯახურ ბიუჯეტს. რაც შეეხება ბავშვებს, ერთ შემთხვევაში, მახინჯი ბავშვი დაიბადა.

პრაიმტაიმი, დაზარალებულ მშობლებს ესაუბრა.

ექიმი

პრაიმტაიმი, დედათა და ბავშვთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, თათია ტუღუშს დაუკავშირდა:

- როგორ არჩევთ სუროგატ მშობლებს?
- არსებობს, სპეციალური  შეზღუდული პასუხისმგებლობის დაწესებულებები, რომლებიც არჩევენ, ასეთ კონტინგენტს.
- მერე აღარავინ ამოწმებს, მათ გენეტიკურ მონაცემებს, ან სხვა პარამეტრებს?
- ჩემს პაციენტებს, მაღალხარისხიან ლაბორატორიებში ვურჩევთ, ანალიზების გაკეთებას, როგორებიცაა ლიმბახი, ციტო…
- რაც შეეხება გენეტიკურ კვლევას?
- ასეთი კვლევები, საქართველოში არ ტარდება. ცოლად რომ მიჰყვებით, ამოწმებთ
საქმროს გენეტიკას?

- ჰო, მაგრამ ეს ადამიანები, ანუ სუროგატი მშობლები, ჩვენი ცოლები ან ქმრები, სრულიადაც არ არიან.
- კი ბატონო, არსებობს, თავის დაზღვევის უფრო მარტივი საშუალება.
მაგალითად, სპერმის დონორები დანიიდან, რომლებიც აბსოლუტურად შესწავლილები არიან გენეტიკურადაც და ინფექციებზეც. შეგიძლიათ შეუკვეთოთ დონორი, ნებისმიერი
ვიზუალური ფორმით: მაღალი, დაბალი, შავთვალება, ცისფერთვალება…
ასეთი მომახურება, გაცილებით ძვირია: 500 ლარი. - ანუ, გამოუკვლეველი
ქართველი დონორები, 200 ლარი ღირს, გამოკვლეული დონორები - 500?
- დიახ, სწორედ ასეა.
- რაც შეეხება სუროგატ დედებს?
- ამ შემთხვევაშიც, პრინციპი იგივეა, უბრალოდ, უცხოელი ქალები, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქართველები.

  კლინიკა:

პრაიმტაიმი, კლინიკა კარაპს მედლაინს დაუკავშირდა, რომლის თანამშრომლები დიდხანს არკვევდნენ, ვინ ვიყავით და რატომ ვუჩიოდით კლინიკას. საბოლოოდ იმედი დაიტოვეს, რომ ამ თემას მივაჩუმათებდით და თავი დაგვანებეს. საქმეში ჩართული, კიდევ ერთი მხარე, შპს სუროგატ დედათა და ბავშვთა ასოციაციაა.

პრაიმტაიმი თამარ ხაჭაპურიძესაც ესაუბრა:
- ქალბატონო თამარ, თქვენს ხელშეკრულებაში წერია, რომ პასუხისმგებლობას იღებთ, სუროგატ დედათა ჯანმრთელობაზე. სწორედ ამაში იღებთ გასამრჯელოს. ასეა?
- დიახ.
- თქვენს ერთ-ერთ სუროგატ დედას სიფილისი აღმოაჩნდა…
- რა ხდება, ინტერვიუს იღებთ?
- დიახ.
- არ გაქვთ უფლება. უნდა წარმომიდგინოთ იურიდიული დოკუმენტაცია, ვინ ხართ და რა გინდათ, შემდეგ, მასალა წამაკითხოთ და მხოლოდ, ჩემი ხელმოწერის შემდეგ,
შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ კომენტარი.
- ერთადერთი კითხვა გვაქვს, თუ თქვენს კლიენტს, მძიმე ინფექციური დაავადება აღმოაჩნდება, პასუხს აგებთ თქვენს შეცდომაზე?

- თქვენ მედიცინაში, საერთოდ ვერ ერკვევით. რა შუაშია სუროგატი დედა, მას სიფილისი რომც ჰქონდეს, ნაყოფს არ დაასნებოვნებს. ნუ მელაპარაკებით…
ასეთი, სრულიად არაკვალიფიციური პასუხით, ჩვენი ინტერვიუ ცალმხრივად დასრულდა. ,,პრაიმტაიმი, გამოძიებათა სერიას, მომავალ ნომრებში განაგრძობს.

- დაზარალებული მარიამ დიდებულიძე:
- მოხდა ისე, რომ შვილის გაჩენა არ შემეძლო, თუმცა, ჩემმა გინეკოლოგმა, ახალი სამედიცინო მეთოდების შესახებ მიამბო და მირჩია, შვილი სუროგატი დედის საშუალებით გამეჩინა, რომლის დაბადებასაც, წლების მანძილზე ველოდი. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი ფსიქოლოგიური განწყობა და სიხარული, როდესაც გავიგე, რომ 30%-იანი შანსი მეძლეოდა, დედა გავმხდარიყავი. ვახსენე ღმერთი, გავყიდე ოჯახის რელიქვიები, ავიღე სოლიდური კრედიტი და ხანგრძლივი, დაძაბული პროცედურებისთვის მოვემზადე. პირველ რიგში, იმხანად, ერთადერთ სუროგატ დედათა ბანკს მივმართე, შპს სუროგატ დედათა და ბავშვთა ასოციაციას. მისი თანამშრომელიც, დირექტორიც, დამფუძნებელიც და მდივანიც, ქალბატონი თამარ ხაჭაპურიძე იყო. ამ ქალბატონის მომსახურება, 400 ევრო ღირდა, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა, სუროგატი დედის შერჩევას, მის სამედიცინო შემოწმებას და ჩვენს შორის, ხელშეკრულების გაფორმებას. პირველივე შეხვედრაზე განმიცხადა, რომ ქვეყანაში, ქალების დეფიციტია, დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ 2-3 დედას. მაინც შემოგთავაზებთო… აქვე გავიგეთ, რომ დაქირავებული ქალბატონი. 9 თვის განმავლობაში, 10 000 დოლარი დაგვიჯდებოდა, თუმცა ვაჭრობაც, შესაძლებელი იყო.

ხომ ხედავთ, რა იაფი გიჯდებათ ქალი. უცხოეთიდან უამრავი წინადადება გვაქვს, ჩვენს ქალებს, იმდენად უჭირთ, რომ შვილის გაჩენის საფასურად, დაბალ ფასზეც თანხმდებიან. ამიტომაც მიჰყავთ საზღვარგარეთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, უკრაინაში, მოსკოვში, ბალტიისპირეთში. მოკლედ, იმ შეგნებით, რომ ძალიან გაგვიმართლა, მეორე დღესვე გამაცნეს, 35 წლის ქალბატონი, რომელსაც ქმარი და ერთი შვილი, უკვე ჰყავდა. ისე უჭირდა, ოჯახი რომ შიმშილით არ ამოხოცოდა, მზად იყო, დაგვხმარებოდა და ჩემთვის, შვილი გაეჩინა. სენტიმენტალური დიალოგი გამოგვივიდა, თვალზე ცრემლი მომადგა. ვაჭრობა კი არა, ხელშეკრულებაში, იმაზე გაცილებით მეტი თანხა ჩავწერეთ, ვიდრე თვით ხაჭაპურიძის საშუამავლო ფირმა გვთავაზობდა. ამის შემდეგ დაიწყო, მომქანცველი პროცედურები. ჩემი მკურნალი ექიმი, ჩვეულებრივ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებს, არ ენდობოდა და ყველა ანალიზს, როგორც წესი, ძვირადღირებულ, უცხოურ ლაბორატორიებში მაკეთებინებდნენ.

ასე მაგალითად, 5 ლარად ღირებული სისხლის საერთო ანალიზი, ციტოში, 15-20 ლარი გვიჯდებოდა. პროცედურები, სანდოობის მაღალი გარანტიით გამოირჩეოდა და ჩვენც, მშვიდად ვიყავით. რამდენიმე დღეში, აღმოჩნდა, რომ ჩვენს სუროგატ დედას, პოლიპის ოპერაცია ესაჭიროებოდა. ოპერაცია, 3000 დოლარი დაგვიჯდა, იქამდე კი, ანალიზების, 300-ლარიანი პაკეტი გაგვიკეთეს, რომელშიც შედიოდა ანალიზები შიდსზე, ვირუსებზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ჰეპატიტებზე. ოპერაციებიცა და ანალიზებიც ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში,
კარაპს მედლაინის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრში გავიკეთეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მორიგი პროცედურები, ჟორდანიას კლინიკაში გავაგრძელეთ, ამჯერად, უკვე ხელოვნური განაყოფიერების სახით. ერთი ოპერაცია, 3000 ლარი ჯდებოდა. აქაც, ბუნებრივია, მოსამზადებელი პროცედურები გავიარეთ, ანალიზების ჩაბარებითა და წინასაგამოკვლევო პროცედურებით. გავიდა ორი კვირა და შედეგი, უარყოფითი მივიღეთ: ჩვენი სუროგატი დედა, ვერ დაფეხმძიმდა.
ჩვენ კიდევ გვქონდა, რამდენიმე ცდის საშუალება, ანუ შეგვეძლო, 6 თვის შემდეგ, კვლავ გაგვემეორებინა, ოპერაცია. მთელი 6 თვის განმავლობაში, ამ სუროგატ ქალბატონს, მისი შვილითა და ქმრით, თბილისში ბინა ვუქირავეთ, ყოველთვიურ ქირას და კიდევ 150 ლარს, კვების ფულს, შეუფერხებლად ვიხდიდით, რომ 6 თვის შემდეგ, კვლავ გვეცადა ბედი.

გადავწყვიტეთ, მორიგი პროცედურა უკრაინაში ჩაგვეტარებინა, რატომღაც მეგონა, რომ უკრაინაში, სამედიცინო მომსახურება. უფრო მაღალ დონეზე იყო. ჩავედით კიევში, ჩავიტანეთ ჩვენი ანალიზები და გამოკვლევები, რომელსაც, კიდევ კარგი, უკრაინელები არ ენდნენ და ყველა ანალიზი, თავიდან გადაამოწმეს. არ იკითხავთ, რა აღმოჩნდა? თურმე ჩვენი სუროგატი დედა, სიფილისით ყოფილა დაავადებული. ასეთი ელემენტარული დიაგნოზი, ვერ დასვეს საქართველოში, რამდენიმე, ყველაზე ცნობილ, კლინიკასა და ლაბორატორიაში. ღმერთს მადლობა, რომ ქალი არ დაფეხმძიმდა, თორემ გარანტირებულად, მახინჯი შვილი მეყოლებოდა.

გარდა ამისა, არის კიდევ სხვა რისკფაქტორიც. იარაღები, რომლებიც შიდსიანებისა და სიფილისიანებისთვის გამოიყენება, სხვა ტემპერატურული რეჟიმით სტერილდება, ან უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ, ნაგავში იყრება.

წარმოგიდგენიათ, ჩვეულებრივი რეჟიმით გასტერილებული, ის სამედიცინო იარაღები, რომლითაც ჩვენს პაციენტს უმკურნალეს, შემდეგში სხვა ავადმყოფზე გამოიყენეს. საცოდავს, პირდაპირ საავადმყოფოდანვე გადაედებოდა სიფილისი!

ეს, რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, მაგრამ კიდევ ხომ არსებობს, მორალური და მატერიალური მხარე? ისე გავნადგურდი და ისეთი სტრესი მივიღე, ცხოვრებაში, შვილის გაჩენაზე, არასოდეს ვიფიქრებ. რაც შეეხება ფულს, ამ ერთი წლის მანძილზე, დაახლოებით, 10 000 ევრო დავხარჯე. მინდოდა, პირველ რიგში, მედლაინისთვის მეჩივლა. დავიქირავე ადვოკატი, რომელსაც მრავალთვიანი მიმოწერა ჰქონდა, კლინიკის ადვოკატთან. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, პასუხი გვეღირსა.
კლინიკა გვწერდა, რომ ავადმყოფს თვითონ უნდა ეთქვა, სიფილისი რომ ჰქონდაო. წარმოგიდგენიათ?
კლინიკის ადვოკატმა, კოტე ოჩიგავამ კი, პირად საუბარში განმიცხადა, საკანონმდებლო ბაზა, სამედიცინო თვალსაზრისით, იმდენად მოუწესრიგებელია, რომ კლიენტი, ნებისმიერი საჩივრის შემთხვევაში, დამარცხებულია, კლინიკის წინააღმდეგო. ასეთი სახის საჩივრებს, ალბათ, სტრასბურგშიც კი არ მიიღებენ, თორემ იმ ადამიანების დასაცავად, მაინც ვიჩივლებდი, ვინც ჩემს შემდეგ, გადაწყვეტენ, მსგავსი პროცედურების ჩატარებას.

- რაც შეეხება, სუროგატ დედათა და ბავშვთა ასოციაციას, მათ თუ უჩივლეთ?

- ქალბატონი თამარი, უბრალოდ, ყაჩაღია. მოვითხოვდი ჩემთვის, ის 400 ევრო მაინც დაებრუნებინა, რომელიც სიფილისიან სუროგატში გამომართვა და რომელიც საფუძველი გახდა, ჩემი ოჯახის ასეთი გაუბედურებისა. ამაზეც, კატეგორიული უარი განმიცხადეს: ხომ გაგაცანით პოტენციური დედაო?. არავითარი პასუხისმგებლობა მისი ჯანმრთელობის თაობაზე შპს-ს არ აუღია.

მეორე დაზარალებული, ის გაბაშვილების ოჯახი აღმოჩნდა,რომელთა მამასაც, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მომავალი შვილისთვის, საჭირო იყო, დონორის სპერმა, რომელიც საქართველოში, 200 ლარი ღირს.

თამარ გაბაშვილი: კერძო სამედიცინო კლინიკები, დონორის ჯანმრთელობაზე, თავად იღებენ პასუხისმგებლობას. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ბავშვი, კურდღლის ტუჩითა და მგლის ხახით დაიბადა, ამასთან ერთად, ყლაპვის რეფლექსი, სრულიად არ ჰქონდა და რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.
შვილის გარდაცვალების შემდეგ, გაბაშვილებმა უდიდესი ძალისხმევით შეძლეს, დონორი მამის პოვნა, რომლის გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ დონორი მამა, გენეტიკურად იყო დაავადებული. ამ ოჯახის, კონკრეტული ტრაგედიის გადმოცემა, ფინანსურ და მორალურ კრიტერიუმებს სცდება.
 

( გაზეთ “პრაიმტაიმი”. N 5-ის არქინიდან.2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე