ქეთათო ახალი სიყვარულის მოლიდინში – “ისე არ უნდა გაგიჭირდეს, რომ ცოლიან კაცთან გააბა რომანი”…

17:08 02-28-2017
2002

ავტორი: თამარ გონგაძე

ქეთათო, ახალი გრძნობის მოლოდინშია და ამას არც მალავს. თუმცა, განა ნებისმიერს აქვს მისი მოხიბვ­ლის შანსი? ირაკლი ჩარკვიანის შემდეგ, მასავით ეპატაჟური და საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკა­ცის პოვნა „მეფის“ საყვარელ ქალს, უჭირს.

„რეალურად ერთ კაცზე ლამის ათი ქალი მოდის, ამიტომ ძნ­ელია მამაკაცის პოვნა და თანაც ღირსეულის. ამ კაცებიდან ზოგი ხანდაზმულია, ზოგი – დაოჯახებული და ზოგიც მთლად ჯანმრთელი არ არის. ცოლიან კაცზე ვერ ვიფიქრებ. თვითონ მყოლია ქმარი და ვიცი, რა არის, როცა მხოლოდ შენ გეკუთვნის. ისე არ უნდა გაგიჭირდეს, რომ ცოლიან კაცთან გააბა რომანი. ირაკლი ქალებს მოსწონდათ და ეს ძალიან მსიამოვნებდა. მისგან ის ემოცია მოდიოდა, რომ მე ყოველთ­ვის ჩემს თავში უნდა ვყოფილიყავი დარწმუნებული. ის არ იყო დაკომპლექსებული კაცი და ამდენად, არ მქონდა ეჭვიანობის საბაბი. თუ ობიექტი არ გამოჩნდა, როგორ შეიძლება სურვილი გქონდეს? ჰაერზე როგორ ვიფიქრო? კაცისგან ყველანაირად, ინტელექტუალურად უნდა საზრდოობდე. ის თავის თავში და­რწმუნებული, თვითკმაყოფილი და რეალიზებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჯერ ჩემთვის არ არსებობს ასეთი ადამიანი. სიტყვა გათხოვება არ მიყვარს. არ ვიცი, რომ გამოჩნდება, შეიძლება მასზე ვიფიქრო და სანამ არ არის, რაზე ვიფიქრო? ეს ხომ ანანისტობაა“.

ქეთათო ძალიან გახსნილი და „სხვანაირად“ შეცვლილი მეჩვენა. თუ ადრე, ირაკლის სიკვდილის შემდ­ეგ, უჭირდა, რეალობას დაბრუნებოდა, დღეს უკვე ასეთ ტალღაზეა – „ცხოვრება კარგია თავისი სიმძიმეე­ბითა და თავისი ყველაფრით. კაია, რა… უნდა შეგეძლოს, დაიტიო საკუთარ თავში სიკეთე, სიყვარული…“

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ ქეთათოს ტრანსფორმაცია, იქნებ, ახალმა სიყვარულმაც მოიტანა. ამაში პრესასთან არ ტყდება. „აუ პრესასთან გულახდილობა მაგარიაო“, – ამბობს, მაგრამ თვალები და საერთო განწყობა სხვა კითხვის ნიშნებს მიტოვებს. გარდა ამისა, თბილისი ხომ ჭორების ქალაქია? დაახლოებით სამი წლის წინათ საზოგადოებრივ არხზე გადაცემა „არტ კლუბი“ ქეთათოსთან ერთად კაკადუს, დათო მაჭავარიანს მიჰყავდა. ჰოდა, მათ სავარა­უდო რომანზე ალაპარაკდნენ.

„ეს ჭორი ძალიან სასაცილო იყო ორივესთვის. მე და კა­კადუ საქმეში ერთმანეთს ვხოცავდით მიუხედავად იმისა, რომ ისე ვმეგობრობდით. მე მოწესრიგებული ადამიანი ვარ, ის კი – არეული. გადაცემის ჩაწერის წინ მუდამ ვეძებდი და სულ ვჩხუბობდით, ტერორში მყავდა“, – იცინის ქეთათო.

როგორც აღ­ მოჩნდა, ეს არც ჩემი მოგონილი იყო და ქეთათომაც იცოდა ამის შესახებ. თუმცა ორივეს სიცილის რა მოგახსენოთ. კაკადუ შეკითხვამ საკმაოდ დაძაბა.

კაკადუ: „პირადი, პირადია და არ გიპასუხებთ. არ მინდა ლაპარაკი ჭორებზე, თუ­ნდაც იმაზე, რაც ჩემსა და ქეთათოზე დადის. არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი. როდესაც დამაინტერესებს, გეტყვით მე თვითონ“.

მისი აღშფოთების მიზეზი შესაძლოა, უბრალოდ ის ფაქტია, რომ მას დღეს გვერ­დით საყვარელი ქალი ჰყავს და შეიძლება მასზე იქორწინოს კიდეც. ეს ქალბატონი ნინო ბაბუხადიაა. თუმცა ჭორი ჭორია და ამაზე არ უნდა ავარდე.

ექსკლუზიურად პირადი

წინათგრძნობა – ზაფხულის ერთ დღეს მე, ნანა, ირაკლი, ჩვენი ძაღლი და კატა მუ­ხათწყაროში ვისვენებდით. ოჯახურ იდილიას ბოლომდე რომ შეიგრძ­ნობ, ისეთი განცდა მქონდა. ბავშვიც ანთებული მრგვალი თვალებით ორ­ივეს გვიყურებდა, ირაკლი მწვადს წვავდა. მახსოვს, ეს ბედნიერება ტვ­ინში მასხამდა და ჩემს თავს ვკითხე: ნეტა, ამ იდილიისა და ბედნიერების მიღმა რამე არსე­ბობს-მეთქი?

უცებ ძალიან მძაფრად მიწის სუნი ვიგრძენი. ეს იყო პასუხი, ანუ ამის იქით მიწაა, სხვა არაფერი არ არსებობს. მიწა ყველაფერია, მა­სშია მთელი კოსმოსი. მიწის სუნი იქ სულ არის, მაგრამ ცხვირიდან ტვინამდე ამივიდა. ეს იყო ჩემი წინათგრძნობა“.

„დილით დედას ნა­ცვლად ირაკლი დავი­ძახე“

„მყავს ორი და და ორი ძმა, ოღონდ ნახევარდები და ძმ­ები არიან. მე ნაბოლარა ვარ. ისინი ახლა საზღვარგარეთ არიან დაქსაქსულნი. ბავშვობაში რა განცდა მქ­ონდა, იცი? სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქ­ონდა, გვერდით არ მყავდა ბოლომდე ჩემიანი ადამიანი, მასთან ნიღაბს რომ მოვიხს­ნიდი და უბრალოდ, მეყვარ­ებოდა… თურმე წინ მელოდა ისეთი ადამიანთან შეხვედრა, რომელიც იყო არა მხოლოდ სა­ყვარელი მამაკაცი და მეგზური, არამედ ბოლომდე ჩემიანი. მის გამო აზრი შეიძინა არა მხოლოდ ჩემმა დაბადებამ და ცხოვრებამ, არამედ სიკვდილმაც.

17 წლის ვხდებოდი, ირაკლი ჩარკვიანის ფანი რომ ვიყავი. აბა, ვისი ვიქნებოდი? ჭადრებ­ის ფონზე პედერასტების ხმებ­ით რომ მღეროდნენ, იმათი? მახსოვს, ბებიაჩემთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი. „შო­უბიზდაიჯესტში“ გამოდის ძა­ლიან სიმპათიური მამაკაცი, ქა­რთული გარეგნობით და ხალხურ სიმღერას მღერის. უცებ ძალიან ექსპრესიული ტიპი შემოვარდა, გიტარას ღეჭავდა, თვალებით მჭამდა – „მოგკიდო ხელი, გაგხადო კაბა!“ ადგილზე გავიყინე! დაიწერა ირაკლი ჩარკვიანი და ბებიაჩემი კითხულობს: ნეტა, ეს რომელი ჩა­რკვიანის შვილიშვილია, კანდიდის?

აზრზე არ ვიყავი, ვინ კანდიდზე ლა­პარაკობდა ბებია. მაშინ ვგიჟდებო­დი ჰამლეტ გონაშვილზე, მისი ხმის გაგონებაზე ადგილზე ვშეშდებოდი. იგივე მემართებოდა გოგი დოლიძის სიმღერაზე. და უცებ ვხედავ არან­ორმალურ, ექსპრესიულ ადამიანს, რომელიც შოკში მაგდებს. ეს იყო ახალი სიტყვა.

ერთხელაც მეგობრებთან ერთად სახლში მივედი. „ბა­თინკების“ თასმას იკრავდა და ახლოს რომ ვნახე, ლამის გა­დავქანდი. ამომანათა თავისი თვ­ალები.

მერე, რომ შევეკითხე, მეტყ­ობოდა, რომ დამაბნიე-მეთქი? არა, საერთოდ არ გეტყობოდა, პირიქით, შენზე „ქულ“ არავინ მინახავსო. მე­რე ეს თინეიჯერები შემოვეხვიეთ გურუს. ირაკლი გურუ იყო. მარტო კი არ მღეროდა, სხვადასხვა თემე­ბზე ლაპარაკობდა. აბსოლუტურ ნე­ტარებაში ვარდებოდა ყველა. სხვა ქარიზმა ჰქონდა. რამდენჯერმე მთხოვა ტელეფო­ნის ნომერი და არ მივეცი. მას ყვ­ელა ეპრანჭებოდა და შესაბამისად, ტელეფონის ნომრებსაც უპრობლ­ემოდ აძლევდნენ. ერთხელ, როცა უკვე დავუმეგობრდი და მასთან სა­ხლში მივედი, ჟურნალისტი ჰყავდა და ინტერვიუს იღებდა. ჩაი ავიდუღე და დავჯექი. ლაპარაკი ქალებზე ჩა­მოვარდა. ირაკლიმ უთხრა: „ჩემთან ყოველთვის ის ქალი მოდის და მა­შინ, ვინც უნდა მოვიდეს. ტყუილად არაფერი არ ხდებაო“. ისეთი სახე მივიღე, ვითომ ვერ გავიგე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჩამრჩა.

იცით, როდის მივხვდი, რომ მიყვარ­და? დილით რომ გავიღვიძე და დედას ნაცვლად, რომელიც ბავშვობიდან არარეალური სამყ­აროდან რეალურში დაბრუნ­ებაში მეხმარებოდა, დავიძახე: იკააა… მივხვდი, რომ ჩემად აღვიქვამდი და ძალიან ახლობელი იყო.

ერთხელ ირაკლის სახლიდან ბებიის ძმის ქელეხში წავედი, ფიქრის გორი­დან ენგელსის ქუჩამდე ფეხით. იქ­იდან ქილით საჭმელი წამოვიღე და ისევ ფეხით დავბრუნდი. ვიფიქრე, რომ არაფერი ექნებოდა. ქილით რომ დამინახა, გაგიჟდა, ისე ესიამო­ვნა. მერე, დრო რომ გავიდა, მითხრა: რა მაგარი იყო, ფეხით რომ მოხვედი და საჭმელი რომ მომიტანეო. იცით, როგორი ურთიერთობა გვქონდა? პოზებში რომ უდგანან ერთმანეთს და „აზამასკებენ“ კი არა, ყველაფერ ამ ჭუჭყს მოშორებული და ალალი… ბედნიერებისგან ცრემლები რომ მოგდის, ეგ იყო, სულ ეგ იყო…

მისმა სიყვარულმა ჩემს თავში ბევრი პოზიტიური და ადამიანური თვისება გააღვი­ვა. ეს ნაპერწკალი რომ ინთება, მე­რე სულ არის, ჩვენც რომ არ ვიყოთ, მაშინაც კი. ცხოვრება შემიყვარდა. ყველაფერი ძალიან სათუთი გახდა. აწმყო უკვე ისტორია იყო, დრო არ არსებობდა. საათმა ისრები დაკა­რგა და სულ დაკარგული ექნება. როდესაც სამყაროს ოთხი თვალით უყურებ, შენი ორითა და მისი ორით და თავიდან აღიქვამ ყველაფერს, ეს უკვე სიყვარულია“.

„ვხვდებოდი, რომ მასთ­ან ერთად ყოფნა დროები­თი იყო…“

„მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ირაკ­ლი – 34-ის, ანუ ორჯერ 17-ის. ორ­ივე ნოემბერში ვართ დაბადებული, მაგრამ მე მშვილდოსანი ვარ, ის – მორიელი. საერთოდ ვერ ვგრძნო­ბდი ასაკობრივ განსხვავებას. გენი­ოსებთან ეს არ იგრძნობა. გენიალ­ურობა სიმარტივეშია. ქორეოგრა­ფიული სასწავლებლიდან ზოგჯერ მასთან გავივლიდი და ვრჩებოდი. მერე თანდათანობით მოვუხშირე და ვრჩებოდი და ვრჩებოდი მასთ­ან. მერე ლონდონში წავიდა და რომ ჩამოვიდა, უკვე ვიცოდით, რომ ერთმანეთის გარეშე ერთი წუთიც ვერ გავძლებდით. რომ მიდიოდა, ერთი წუთითაც არ შემიჩერებია, რატომ მიდიხარ-მეთქი. ამ სამთვი­ანმა განშორებამ საკუთარ თავთან დაგვტოვა და მიგვახვედრა, რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო. მერე „მშვიდ ცურვაში“ წერდა:

როგორც კი სიყვარულს ვიპოვიდი, სათბურ­ულ პირობებს არ ვუქმნიდი, პირი­ქით, გამოცდას ვუწყობდი. იმ დროს დავშორდით მე და ფატიმა, როცა ყველაზე მეტად გვინდოდა ერთად ყოფნაო. ირაკლი რომ წავიდა, ისეთი დე­პრესია დამეწყო, ხმას არავის ვცემ­ დი, ჩავიკეტე. სახლში დაბღვერილი ვიჯექი. ბებია მამჩნევდა და დარდ­ობდა: ღმერთო ჩემო, როდის ჩამო­ვა ის ბიჭიო. ყველა ადამიანს უნდა, რომ შვილი ბედნიერი ჰყავდეს. ნო­რმალური მშობელი შვილის ბედნიე­რებას როგორ უნდა შეეწინააღმდე­გოს? ჩემებიც ნორმალურად შეხვ­დნენ ჩემს გადაწყვეტილებას.

წინასწარ ვგრძნობდი, როდის უნ­და დაერეკა. ერთხელ მივედი ორი თვის უნახავ მეგობართან. უცებ ტელეფონი რეკავს და მეგობარი მე­ძახის: მოდი ტელეფონთან, ირაკლი რეკავსო. ეს მეგობარი ვერაფრით დავარწმუნე, რომ არ ვიცოდი, ირ­აკლის რომ უნდა დაერეკა. მე ასეთი კავშირების მჯერა. ეგ ან არის, ან – არა. თუ არის, ვერასდროს ვერაფერი წინ ვერ აღუდგება.

საყვარელ ადამიანთან ერთიანდები და ერთ ფორმას იღებ, ზღ­ვარი იშლება. რომ ჩამოვიდა, შეხვედრა საოცარი იყო. ისიც გასუქებული იყო და მეც, მე თან დამწვარი ვიყავი, მზეზე დამეძინა და გოჭივით შევიბრაწე. ჩუმად ვათვალიერებდით და თავიდან ვეჩვეოდით ერთმანეთს. უერთმანეთოდ ძალიან შეცვლილები ვიყავით. ერთ კვირაში უკვე ფორმაში ჩავდექით. ყოველდღიურობასთან ბრძოლა არ გვჭირდებოდა, იმ წლებშიც, რო­დესაც შუქი არ იყო. პირიქით, მგრძნობელობის თვალსაზრისით, საუკ­ეთესო დრო იყო. ვკითხულობდით, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზი­არებდით. ირაკლიმ სიყვარული და ცხოვრება მასწავლა.

„რა დაგვრჩა სიყვარულზე მეტი“. ეგ მაქვს და სადაც არ უნდა ვიყო, ამით ვი­ქნები ბედნიერი. ჩვენი ექსპრესიულობა და ექსცენტრიკულობა პოზა არ იყო. გარემო იმდენად გარყვნილი და წარმოსახვაში ღარიბია, ყველა თავისი გარყვნ­ილების მიხედვით გვაფასებდა. ამ დროს კი ჩვენ სამოთხეში ვიყავით. ეს ადამიანი იმდენად სხვა განზომილებაში იყო, რომ აწმყოშიც კი ისტორი­ად აღვიქვამდი მასაც და საკუთარ თავსაც. ვხვდებოდი, რომ მასთან ერთად ყოფნა დროებითი იყო და მიწიერი გაწყვეტა მოხდებ­ოდა. ყოველდღე ვხედავდი იმ მადლს, რაც მომეცა. არ ვიცი, ეს რით დავიმსახურე, როცა არავისგან არაფრით არ ვარ გამორჩ­ეული. ღვთის მადლობელი ვარ. მეფერებოდა საოცრად – ქეთათუნა და სიგიჟეებს იგონებდა, ლექსებით მომმართავდა, კნეინა გეინას და რას არ მეძა­ხდა. დახატა კნეინა გეინა სტაფილოსფერი თმებით. მოფერე­ბის დროს შეგვეძლო, უცებ ჩაგვერთო მუსიკა და გვეცეკვა. მე შურის თვალით ვუყურებდი მის ცეკვას. მაგრად ცეკვავდა. მე იმ­იტომ ავმღერდი, რომ სიმღერით ვპასუხობდი მის სიმღერით ნათქვამს“.

ქეთათოს აღარ სურს ირაკლის ნარკოტიკების თემაზე საუბარი და იმ საზოგადოების ნაწილს, ვისაც ეს თემა ისევ „ანაღვლებს“, მშვიდი ღიმილით შუა თითის კომბინაციას აჩვენებს.

ნანა

„ნანა რომ დაიბადა, ირაკლი ხელმეორედ დაიბადა და ფე­ხი მასთან ერთად აიდგა. ნანაზე გიჟდებოდა და ერთ ამბავს ტეხდა, რომ ძუძუთი მეკვება. ერთ-ორჯერ ღამით დავინახე, ხელოვნური ფაფა გაუკეთებია და თვითონაც წვლილი რომ შეეტანა მის გაზრდაში, ჩუმად აჭმევდა. ვუყვირე, რას აკეთ­ებ? იმიტომ აღარ ჭამს ბავშვი ძუძუს-მეთქი. ნანა ახლა ფოტოებს, „მაესტროს“ გადაღებულ „რეალურ­ის“ კადრებსა და კლიპებს უყურებს.

ირაკლი რომ გარდაი­ცვალა, ნანა ორწლინახევრის იყო. გამართულად ვერც ლა­პარაკობდა. ერთ დილას გაიღვიძა და ამბობს: მამა ვნახე, წყალთან ვიყავით, ქუდითა და სათვალით იყო, რომ დავინახე, გავეკიდე და მამამ მითხრა, წადი, დედასთან წადიო. რა­ტომ არ წამიყვანა თავისთანო? მკითხა. ერთხელ დედაჩემი მირეკავს ტირილით: პატარა ნანა ამბობს, ნეტა, მეც ირაკ­ლისთან ერთად მოვმკვდარიყავი, ერთად ვიქნებოდითო.

მა­ხსოვს, ერთხელ ასეთი რაღაც მითხრა: შენ გეძინა, მე გა­ვიღვიძე და ვხედავ, ირაკლი ზის შენთან ლოგინზე და თითით გეფერება. რომ შემხედა, მე ვუყურებდი, გა­იხედაო. დაგესიზმრა-მეთქი, ვუთხარი. არა, მეღვიძაო და ხილვა გამიმეორა. მამა სად არისო, მკითხა, ცაში-მეთქი. ერთხელ რატი ამაღლობე­ლის შვილი, დაჩი ამბობს: მე ცაში უნდა გავფრინდე, ღმერთს ნანას მამა გამოვა­შვებინო, რომ მასაც მამა ჰყავდესო.

ახლა ლონდონში სკოლაში სწავლო­ბს, შვიდი წლისაა. ბუტიაა, მეგობარს ხშირად ებუტება. შაბათ-კვირას, ბაბუ­ასთან ერთად, საყიდლებზე დადის. სა­დმე წვეულებაზე როცა არიან, ბაბუა უკრავს, შვილიშვილი მღერის. ბაბუას გოგოა. ლონდონში საცხოვრებლად გადა­სვლა არ მინდა, ჩავდივარ მაშინ, როცა სურვილი მაქვს. ირაკლის სახლი, სადაც ვცხოვრობ, ისე მიყვარს, ჩემთვის ყველ­აფერია. მყავს „სტარაია დევა“ ძაღლი „კაფკა“ და „სტარაია დევა“ კატა „შიში“, რომელიც ჩემ გარდა არავის უნდა.

ამ ახალ წელს მე და მაქსიმე ჩავე­დით ლონდონში. მაქსიმე ნანას მერე პირველია, ვინც ძალიან მიყვარს. აი, კიდევ ვინ არის ჩემიანი. საოცრად ემსგავსება ირაკლის. 23 წლისაა. ფოტოებს იღებს, მუსიკას აკეთებს. ახლა მოსკოვში ერთ-ერთ ტელე­ვიზიაში პროდიუსერია.

ნანა ისეთი ამაყი იყო, მე და მაქსიმემ სკოლაში რომ წავიყვანეთ. ჰკითხეს, ვინ არის, როგორ გგავს, მამაშენიაო? მამაჩემი ცოცხალი არაა, ჩემი ძმააო, გაიპრა­ნჭა. „მარიაჟისტკაა“. გიჟდება ტანს­აცმელზე“.

„რეალური“ – მთელი თბ­ილისი „მეფის“ ცხოვრებით ცხოვრობდა

მახსოვს, „მაესტრო“ იმ დროს, როდესაც ჩარკვიანის პროექტ „რე­ალურს“ აჩვენებდა, ძალიან რეიტინგული გახდა. ეს კადრები ახლა ისტორიაა და როგორც ქეთათომ თქვა, ნანას ძალიან ეხმარება მამის სახის გაცოცხლებაში.

„გაჩნდა თუ არა იდეა, რომ „რეალური“ გაგვეკ­ეთებინა, იმდენად რთული პროექტი იყო, მაშინვე პირველი ირაკლი ჩარკ­ვიანი გაგვახსენდა. ის ექსპერიმენ­ტზე ყოველთვის მოდიოდა. მაშინვე დაგვთანხმდა. არ გვინდა ზედმეტი გაპრანჭვა, როგორიც იქნება, იყოს ისეთიო, გვითხრა. არ ჰქონია არან­აირი კაპრიზი. ზოგადად თვითონ იყო ეპატაჟური ტიპი და მისი გაკე­თებული ყველაფერი ძალიან ჩანდა. ამიტომ ეგონათ, რომ ის თამაშობდა, ან დგამდა რეალურს. პირველივე სე­რიებიდან გადაცემა ძალიან რეიტინ­გული გახდა. როგორც კი სერიალში ბავშვი გაჩნდა, მაშინვე მოხდა სასწაული. ბავშვი რომ გაცივდებოდა, მაყურებელი რეკავდა, ეს დაალევინ­ოსო, დაეცემოდა და პანიკა იყო. მთ­ელი თბილისი იმ პერიოდში ირაკლის ცხოვრობით ცხოვრობდა” – იხსენებს „მაესტროს“ ერთ-ერთი პროდიუსერი ბაკა კვირცხალია.

ამას წინათ ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს ვუსმენდი. ირაკლი ჩარკვიანის ძეგლ­ის დადგმის იდეას განიხილავდნენ, მსმენელებიც ჩაითრიეს და ამბის ქა­ლაქის მერამდე მიტანა გადაწყვიტეს. საქმე კი ისაა, რომ ირაკლი ჩარკვიან­ის ძეგლის დადგმა “პრაიმტაიმის” ჟუ­რნალისტის, ლევან ღვინიანიძის იდეაა. მეტიც, კულტურის სამინისტროც საქმის კურსშია და ქალაქის მერიაც. აქედან გამომდინარე, ქეთათოც ლე­ვანთან ერთად აპირებს იდეის განხ­ორციელებას.

„პროექტში ბევრი კომპეტენტური ადამიანი მინდა ჩაერთოს. ძეგლი ირ­აკლის უნდა შეეფერებოდეს. საქართ­ველოში ისეთი ქანდაკებებია, ფობია დამმართა. ვაკის პარკის ქანდაკებას რომ ვუყურებ, შიშის ზარს მცემს, მგ­ონია, რომ თავში უნდა დამეცეს. ოპ­ერისა და ბალეტის თეატ­რში რომ მივდიოდი და ზაქარია ფალიაშვილის მწვანე ძეგლს ჩავუვლ­იდი, ვესალმებოდი, პრ­ივეტ, ირაკლი-მეთქი. რატომღაც სულ ირაკლიდ აღ­ვიქვამდი. თავით ვამსგავსებდი და ირაკლის საყვარელ პოზაში იჯდა. გაკვეთილების მერე რომ ჩავუვლიდი, ვემშვიდობებოდი, კარგად ირაკლიმეთქი. ასე რომ, მინდა ტენდერი გამო­ცხადდეს და მაქსიმალურად ობიექტ­ური პროექტი გამოვიდეს“, – ამბობს ქეთათო.

ლევანის იდეას რაც შეეხება, მას უნდა, ირაკლის გამოსახულება სა­მხატვრო აკადემიასა და თეატრალურ სარდაფს შორის მდებარე კიბეზე მო­ზაიკურად დაიხატოს, ახლოს მისუ­ლმა ადამიანმა კი თითოეულ კიბეზე მისი ლექსის სტრიქონები წაიკითხოს. ირაკლის მეგობარი, დათო ევგე­ნიძე წელს იმ დისკის გამოშვებას აპირებს, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ჩარკვიანთან ერთად ჩაწერა, თუმცა დისკი არავის მოუსმენია.

რაც შეეხება მეგობრის ძეგლის დადგმის იდეას – „ჩემთვის არ მომინდებოდა ძეგლი. თვითონ ძეგლის ფორმაა მი­უღებელი. ირაკლისთვის კონცეპტუალური ფორმა – თუნდაც ის, რაც დაასახელეთ, აკადემიის კიბეზე მოზაიკურად დაწერილი ლექსები, უფრო წარმომ­იდგენია. ამის მომხრე ვარ“.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N50(8)- ის არქივიდან 2010 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე