„ჩხიკვთა ქორწილი“ ნამდვილი პერსონაჟებით – პი­რველი პაემნიდან მესამე დღეს – ცოლობა სთხო­ვა

00:48 11-16-2016
3255

ავტორი: ავთო ჩიტიძე

გია ბაღაშვილი უდარდელ ცხ­ოვრებას დაემშვიდობა და ცო­ლად 19 წლით უმცროსი, 18 წლის თამუნა ტაბატაძე მოიყვანა. თა­მუნა კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტია. ერთ დროს „ერისიო­ნში“ ცეკვავდა. წყვილის სიყვარ­ული მოკლე დროში, სწრაფი ტე­მპით განვითარდა.

საქორწილო სამზადისი

გიამ საყვარელი ქალი ძვირფასი სამკაუ­ლებითაც გაანებივრა. პირველი საჩუქარი, რომელიც მომავალ ცოლს დამოუკიდებლად უყიდა, მაღაზია „ფრანკო ფონტანაში“ შეარ­ჩია.

გიას გემოვნებით შერჩეული ბეჭედი თა­მუნას ძალიან მოეწონა.

საქორწილო სამკაუ­ლებიც პატარძალმა ამ მაღაზიაში იყიდა. ბაღაშვილების ოჯახმა კი პატარძალს მედალი­ონი აჩუქა ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც თამუნა ყოველთვის ატარებს. თურმე ეს მედალიონი ჯემალ ბაღაშვილმა ცოლს უცხოეთიდან ჩამოუტანა.

გია მაშინ ძალიან პატარა იყო. დედამისს კი უთქვამს – გია ცოლს რომ მოიყვანს, ამას მის ცოლს ვაჩუქებო. ნიშნობის ბეჭდები ზარაფხანაში შეიძინეს. ორივე ბეჭედი ერთნაირია და ტრადიციული რგოლებისგან ცოტა განსხვავდე­ბა. თანამედროვე შტრიხი აქვს.

ქორწილისთვის თამუნამ ანსამბლ „რუ­სთავთან“ ერთად დადგა ცეკვა.

რეპეტიცი­ისთვის მხოლოდ ორი ვიზიტი დასჭირდა. ქორწილში კი ამ ცეკვამ ნამდვილი ფურორი მოახდინა – თამუნას პარტნიორობას ომარ მხეიძე და ლადო კახაძე უწევდნენ. და, რა თქ­ მა უნდა, გია ბაღაშვილი.

LOVE STORY

მათი სიყვარულის ისტორია გაზაფხულზე და­იწყო. გია ბაღაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ იუმორინას მონტაჟისას, შემთხვევით „მის უნივ­ერსიტეტის“ შესახებ სიუჟეტის მონტაჟსაც დაეს­წრო. თავისი მომავალი მეუღლეც კადრებში აღ­მოაჩინა.

„ბუნებრივია, თვალი გამექცა. თამუნამ არა მარტო თავისი გარეგნობით, არამედ ძალიან საინტერესო საუბრით მიიქცია ყურადღება. ჩა­ნდა, რომ მაღალი ინტელექტი ჰქონდა, რაც ლა­მაზ ქალებში იშვიათობაა. ერთი კვირის მანძილ­ზე ვერ შევძელი ამ გოგოს დავიწყება. მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა ჩემში. ეკრა­ნზე ნანახი გოგოს ძიებაში მთელი „ტელეიმედი“ ჩავრთე. მისი არც სახელი ვიცოდი და არც გვარი. როცა „იმედში“ მოვიკითხე, მასალაც წაშლილი იყო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ტელეფონის ნო­მერი გავიგე და როცა დავურეკე და გავეცანი, ეჭვის თვალით შემომხედა. ჯერ საქმიანი კუთხ­ით მივუდექი, ვითომ ჩვენს კომპანია „ლომისს“ მასთან წინადადება ჰქონდა, მაგრამ თავი შორს დაიჭირა. მე არ შევეშვი და კარგა ხანი ტელეფო­ნით ვკონტაქტობდით.

ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ, იუმორშიც ავეწყვეთ. ყველაზე მნ­იშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინე, ის იყო, რომ კი­თხვა და ხელოვნება უყვარდა. ერთმანეთი ტელე­ფონით კარგად გავიცანით. გამიხარდა, რომ ასეთ ჩამოყალიბებულ ადამიანს შევხვდი.“ სატელეფონო ურთიერთობას პირველი პაემ­ანიც მოჰყვა. შეხვედრა ინოლა გურგულიას საღა­მოზე შედგა, რომელიც ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მუსკომედიის ბაღში გაიმართა. მას შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. პი­რველი პაემნიდან მესამე დღეს – ცოლობა სთხო­ვა და ორ კვირაში ჯვარიც დაიწერეს.

ორი ქორწილი

გიამ და თამუნამ ჯვარი 25 ივ­ლისს, ჯვრის მონასტერში დაიწ­ერეს. ერთი დღით ადრე კი, ხელიც მოაწერეს. მაშინ სადღესასწაულო სუფრა იმ მიზეზით ვერ გაშალეს, რომ ამ დროს თბილისში სტუმრე­ბს ვერ შეკრებდნენ. ჯვრისწერის შემდეგ ახალდაქორწინებულები თურქეთში გაემგზავრნენ. თურქ­ეთიდან დაბრუნებულებმა თაფლ­ობის თვე საირმეში გააგრძელეს.

ჯვრისწერის კაბა თამუნას იკა ბობოხიძემ შეუკერა. კაბის სტილი თავად დედოფალმა შეარჩია, ქსოვილი კი დიზაინერმა შეურჩია. ნეფე-პატარძლის მთავარი მოთხ­ოვნა კაბის სისადავეში იყო. ბაღაშვილების სადღესასწა­ულო ნადიმი 4 ოქტომბერს, რესტ­ორან „ბერმუხაში“ გაიმართა. ამ წვეულებისთვის გიამ და თამუნამ მეორე საქორწილო კაბა, ამჯერად სტამბულში იყიდეს. ის ჯერ ინტე­რნეტით ნახეს. ეს კაბა უფრო სა­დღესასწაულო იყო. თამუნამ და გიას დამ, თეონა ბაღაშვილმა კა­ბის დიზაინში მცირე კორექტივები შეიტანეს. კორსეტიან კაბას მაქმ­ანის სალტეები დაუმატეს.

თურქ დიზაინერებს ისე მოეწონათ პატა­რძლის მიერ შეტანილი შტრიხები, რომ გადაწყვიტეს, ამიერიდან ას­ეთი მოდელი შეკერონ. ტრადიცია ამჯერად დაირღვა. სიძემ პატარძ­ლის კაბა ქორწილამდე ნახა და მი­სი შერჩევის პროცესშიც აქტიურ­ად იყო ჩართული. სიძემ ჯვისწერასა და სადღეს­ასწაულო ნადიმს შორის 12 კილო დაიკლო.

„ჩემთვის მთავარია ქო­რწილში პატარძალი გამოიყურებ­ოდეს საუკეთესოდ. ბოლო მომე­ნტამდე ნაყიდი არ მქონდა კოსტ­იუმი. საბედნიეროდ, ჩემი წონის დაკლებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ტანსაცმელი საკუთარი გა­რდერობიდან მოვირგე, რომელიც მანამადე არ მეტეოდა.“

რესტორან „ბერმუხაში“ სადღესასწაულო სუფრა 400 კაცზე გაიშალა.

იმის გამო, რომ ნე­ფეპატარძალს ხელიც მოწერილი ჰქონდა და ჯვარიც დაწერილი, ქორწილში პირდაპირ სა­ხლიდან მოვიდნენ.

გიას მეჯვარე, მათ უკვე და­რბაზში ელოდა. საჩუქრით ხელდამშვენებული სტუმრები წი­თელი ხალიჩით შედიოდნენ დარბაზში.

წვეულებას ყველა „ივერიელი“ ესწრებოდა. რეპერტუარიც შესაბამისი იყო – ანსამბლის მი­უზიკლებიდან. გია ბაღაშვილის და თამუნა ტაბატაძის ქო­რწილი „ივერიის“ ცნობილ მიუზიკლს -„ჩხიკვთა ქორწილს“ ჰგავდა, რეალური პერსონაჟებ­ით.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N31-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე