დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

10:01 06-09-2017
70

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები დახურა. "პრაიმტაიმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრება. 

ავტორი: თეონა აბესაძე