დღეს სავსემთვარეობაა. მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს. მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ.
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ.
კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანს უყვარს თეთრი ფერი; ბუნება. ფანტაზიორია. ცხოვრებაში ბევრ კარგ საქმეეს გააკეთებს და გარშემო მყოფების პატივისცემასაც დაიმსახურებს.
ამ დღის ქვებია: მარგალიტი (გარდა შავისა), ზურმუხტი.
თმის შეჭრა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს მომავალზე.
მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 20:38
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მშვილდოსანში
გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, 9 ივნისის პროგნოზს აანონსებს და სოციალურ ქსელში, საზოგადოებას რჩევებს აძლევს და პოსტს აქვეყნებს:
"ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ივნისს სავსემთვარეობაა და ეცადეთ მოჭარბებული ენერგიები დაიოკოთ,
ნუ გადაიღლით თავს, მნიშვნელოვან საქმეებსა და საყიდლებზე თავი შეიკავეთ დღეს და შემდეგ 2-3 დღეს. პოზიტიურად განეწყვეთ
და გვერდით მდგომ ახლობლებსაც ,,მიეხმარეთ" პოზიტიური განწყობისკენ კოორდინირებაში. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული თუ საკუთარი
თავისადმი უკმაყოფილება, ღმერთისადმი სამყაროს შემქმნელისადმი პრეტენზიას ნიშნავს,
ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ და როდესაც მიეცემით ხოლმე თვითგვემას ანდა სასოწარკვეთილებაში გადავარდნას დააპირებთ გაიხსენეთ ეს ფრაზა და ეგრევე ,,გამოფხიზლდებით" და გაწონასწორდებით.
გისურვებთ მეტ იღბალს, სიხარულს, სამყაროს საჩუქრებს და რაც მთავარია სიყვარულს სამყაროსადმი, მოყვასისადმი და საკუთარი თავისადმი!!! - წერს მიხეილ ცაგარელი.