კლიპი, რომელსაც რეპერი დაკავებას უკავშირებს (ვიდეო)

19:05 06-09-2017
207

დაკავებული რეპერი, მიშკა მგალობლიშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს ნარკოტიკის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით და პოლიციას ნარკოტიკის, " ფერადი შეფერილობის ტაბლეტების ჩადებაში" ადანაშაულებს. 

მგალობლიშვილი მის დაკავებას "ბირჟა მაფიას" რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული.

მგალობლიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და იმისთვის დაისჯებიო". ასევე ელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

დაკავებულის თქმით, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

ავტორი: ლილუ მიროტაძე