დღეს, 20:00 საათზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით, ვაკის პარკში დაკავებული რეპერების - მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა კატერინა ლუვიმ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ვაკის პარკში რეპერებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონცერტში, თუმცა რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებენ ამას, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, კონცერტი მათ მხარდასაჭერად გაიამრთოს.
კატერინა ლუვის თქმით, დღესვე აქცია-კონცერტზე ხვალინდელი აქცის დეტალებიც გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. დღეს სასამართლომ ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.