მამალაძის წერილი ციხიდან - ახალი სკანდალური დეტალები ე.წ. ციანიდის საქმეში

10:43 06-10-2017
487

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ "კუერიერს" წერილი მისწერა, სადაც აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის ქორეპისკოპოსი იაკობი, მის უფლებებს არღვევენ და მღვდლებს მისი მონახულების საშუალებას არ აძლევენ. მეუფე იაკობს ბრალდებული დეკანოზი საჯაროდ პირველად დაუპირისპირდა.

ბრალდებებს ქორეპისკოპოსი არ გამოხმაურება, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ არანაირ აკრძალვას, რომ მათ ბრალდებული სასულიერო პორი მოინახულონ, ადგილი არ ჰქონია.

დეკანოზს სასამართლომ სხდომის საჯაროობაზე უკვე მესამედ უთხრა უარი. მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ საქმეში გიორგი მამალაძე პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს, სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრება. კურიერის ინფორმაციით, ბრალდებულისა და მოწმის საუბარი საზოგადოებისთვის ცნობილ პოლიტიკოსს ეხება.

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, წინააღმდეგ, მამა გიორგის პატივისა და ღირსების შელახვისათვის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე