დაკავებული რეპერის, გიორგი ქებურიას დედის, ლელა რეხვიაშვილის თქმით, მისი შვილი საოპერაციოდ ემზადებოდა, რის გამოც სახლიდან თითქმის არ გადიოდა.
როგორც ქებურიას დედამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გიორგის 9 ივნისს გლანდების ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, ანალიზებიც ჩააბარა და ყელი ჰქონდა გაღიზიანებული, რის გამოც განსაკუთრებულ კვების რეჟიმზე იყო.
"9 ივნისს ოპერაცია უნდ აგაეკეთებინა. სახლიდან თითქმის არ გადიოდა. იმ დღესაც იმიტომ გავიდა, რომ კონნცერტი იყო დაგეგმილი და რეპერტუარი უნდა შეეთანხმებინა", - განაცხადა რეპერის დედამ.
"ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.