"ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი ვიდეომიმართვას ავრცელებს

17:38 06-10-2017
1511

"ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი ვიდემიამრთვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ნანობს, რომ კლიპში მონაწილეობა მიიღო.

"გაუგებრობაში გავეხვიე, ვწუხვარ ამის გამო. სანამ მეგობარს რაიმეში დახმარებას დავპირდები, უნდა გავიგო, რეალურად რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ დავეხმარო", - აცხადებს ის. 

შეგახსენებთ, დაკავებული რეპერები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია და მისი მხარდამჭერები ბიჭების დაკავებას სწორედ აღნიშნულ კლიპს უკავშირებენ. 

"ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე