სოსო ოსორაულის მხარდამჭერები თელავიდან თბილისისკენ ავტოკოლონით მოემართებიან

11:41 06-11-2017
438

"ახალი ამბების" ინფორმაციით, თელავიდან კონგოში დატყვევებული მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი საავტომობილო კოლონა მოემართება. ქვემო ალვანის მოსახლეობა თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეურთდება და მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. 

ავტორი: თეონა აბესაძე