ტერეზა მეი ჯიჰადისტებს: "კმარა!"

11:42 06-12-2017
79

ტერეზა მეიმ ჯიჰადისტებს უთხრა: „კმარა!“. ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ პრემიერმა წინააღმდეგობის გეგმასა და ექსტრემიზმის იდეოლოგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის იქნება გამოცდა, რომელიც ტრადიციულად ამაყობს მულტიკულტურითა და ტოლერანტულობით. ლონდონში ყოველი მერვე ოჯახი მუსლიმანია. ელექტორატს კი უკვე ყელში აქვს ამოსული სიტყვა „გაგება“, ისინი ხელისუფლებისგან ეფექტურ ქმედებებს ელიან. მათ ლექსიკაში უკვე აღარ არის სიტყვა „ბრექსიტი“ ან ჯანდაცვის პროგრამები, ახლა მათ მხოლოდ ტერაქტი აწუხებთ. 

„მანჩესტერ-არენაზე გასულ თვეს მომხდარი ტერაქტის შემდეგ ტერეზა მეის თავის გამოსვლაში ისლამური ექსტრემიზმი არ უხსენებია და არც ახალ გეგმებსა თუ კანონებზე უსაუბრია, თუმცა, ახლა მისი ტონი უფრო მკაცრი გახდა. მან ჯიჰადისტებს უთხრა: „კმარა!“ ამის შესახებ Financial Times წერს. 

მან წინააღმდეგობის ოთხპუნქტიანი გეგმის თაობაზეც ისაუბრა. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მას იმის დემონსტრირება სურდა, რომ ვითარებას სრულიად აკონტროლებს. თუმცა, მთავარი კითხვა, რომელსაც ექსპერტები სვამენ, ამ გეგმის ქმედითობა იქნება. როგორც უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, შესაძლოა, ძლიერი კრიტიკით გამოვიდნენ.  

მეიმ უკვე თქვა, რომ ექსტრემიზმის მიმართ ისინი საკმაოდ ზედმეტ ტოლერანტობას იჩენენ და უსაფრთხოების განსაკუთრებული მეთოდები უნდა დაინერგოს, მათ შორის ინტერნეტსა და ზოგიერთ მუსლიმანურ საზოგადოებაზე, რომელიც ბრიტანეთში მოქმედებს. 

კონსერვატორების შეთავაზებით, უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის კომისია, რომელიც ექსტრემიზმს დაუპირისპირდება, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ბრიტანული ღირებულებების დანერგვას და გამოააშკარაოს ექსტრემიზმი. 

ოთხპუნქტიანი გეგმა, ასევე, ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებასაც. მეის განმარტებით, ის განიხილავს  ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირებისთვის სასჯელის დამძიმებას. 
ექსპერტების შეფასებით, გეგმის მეოთხე პუნქტი ყველაზე მეტ დავასა და კრიტიკას გამოიწვევს. მეი აპირებს, ბრიტანეთის ანტიტერორისტულ სტრატეგიას გადახედოს და პოლიციასა და სპეცსამსახურებს უფრო მეტი უფლებები მიანიჭოს.  

ლონდონში ეს მესამე ტერორისტული აქტია. პრემიერის განმარტებით, ეს იდეოლოგიებს შორის ომია და მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში ღირებულებებით შესვლა და გამარჯვება ექსტრემიზმსა და აგრესიაზე. სხვა შემთხვევაში, მეის განმარტებით, ძალოვნებს არანაირი უფლებების გაზრდა ამ ბრძოლაში არ ეყოფათ. 

ტერორისტების მხრიდან მძაფრად დაისვა ინტერნეტის გამოყენების საკითხი. ითქვა, რომ კიბერსივრცე არ შეიძლება მათი თავშესაფარი გახდეს. ზოგიერთი ისლამისტური ორგანიზაცია, მაგალითად, Cage и Prevent Watch ტერორიზმთან ბრძოლის პროცესს იმიჯს ულახავს შეგნებულად გავრცელებული ნეგატიური მითებით. თუმცა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი ლეგენდების გავრცელების მიუხედავად, ეს პროგრამები კი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს. 

 

ავტორი: თეონა აბესაძე