ია შუღლიაშვილი, ტრანსილვანიის საერთაშორისო ფესტივალზე, საუკეთესო მსახიობად აღიარეს

13:52 06-12-2017
584

10 ივნისს, ტრანსილვანიის საერთაშორისო ფესტივალის, დახურვის ცერემონია გაიმართა.ფესტივალის მთავარი პრიზი, "ტრანსილვანიის თასი", საუკეთესო ფილმისათვის გადაეცა, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმს,"ჩემი ბედნიერი ოჯახი", ხოლო მთავარი პრიზი, ქალის როლის საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ია შუღლიაშვილს. 

მთავარ საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც ჟიურიმ მხოლოდ ერთი რჩეული მსახიობი დაასახელა.

დახურვის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ, ფილმის ოპერატორი, ტუდორ პანდურუ და კოპროდიუსერი გიომ დე სეი.

ვულოცავთ, უნიჭიერეს ია შუღლიაშვილს და "ჩემი ბედნიერი ოჯახის" მთელ არაჩვეულებრივ სამსახიობო ანსამბლს ამ დიდ წარმატებას!

ვულოცავთ მთელს შემოქმედებით ჯგუფს!
 

იხ. ფოტოები:


 

ავტორი: რუსა ღვანიძე