პროკურორი მიიჩნევს, რომ დაკავებული რეპერების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის

14:27 06-12-2017
333

,,ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრების საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე მიიჩნევს,რომ დაკავებული მუსიკოსების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არარის, სანამ არ დამთავრდება საქმეზე გამოძიება.ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში განუცხადა და აღნიშნა,რომ ამის თქმის საფუძველს აძლევს ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.

,,მივიღეთ ინფორმაცია პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან და მტკიცებულებების ფაქტის ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევები არ არიან და ექსპერტიზის შედეგადაც არ დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, მიგვაჩნია, რომ პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის იქამდე, სანამ არ დასრულდება საქმეზე გამოძიება",- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული რეპერის მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

მიხელ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრადლებით, 5 ივნისს დააკავეს. მათ 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ. 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი