"ბირჟა მაფიას" წევრი კაკი ჭანტურიშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელს არ სცოდნოდა, რაში იღებდა მონაწილეობას. ჭანტურაშვილის თქმით, ის მსახიობია, სთენდაფერიც და წარმოუდგენელია არ სცოდნოდა კლიპში მისი დანიშნულების შესახებ.
"იმ ბიჭს მინდა ვუთხრა, რომ ნუ გეშინია! მგონი ქვეყანაზე აღარ ბნელა და ეს წარმოჩინდა", - განაცხადა ჭანტურიშვილმა.
მუსიკოსი ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა არავიზე ყოფილა.