არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში - გიორგი ქებურია

16:22 06-12-2017
4616

„ბირჟა მაფიას“ მეორე წევრი გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ქებურიამ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაკავება კლიპის გამო მოხდა და მათ არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰqონდათ.

"ნარკოტიკული საშუალება თვალით არ მინახავს. არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში. ეს უბრალოდ საბუთებში გაფორმდა.პოლიციელებმა გვითხრეს, როდესაც დაგვაკავეს, რომ ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვიs", - განაცხადა ქებურიამ.

მისი თქმით, ბრალი იმიტომ აღიარა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც სასამართლო დარბაზიდან 50 000 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მუსიკოსები 7 ივნისს დააკავეს. მათ საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე