დიდი მადლობა ბერას, ყველა ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა - გიორგი ქებურია

16:33 06-12-2017
254

„ბირჟა მაფიას“ მეორე წევრი გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

ქებურიამ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, რა ურთიერთობა აკავშირებს რეპერ ბერა ივანიშვილთან, რომელმაც მისდამი მხარდაჭერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დააფიქსირა, ქებურიამ აღნიშნა, რომ ბერას პირადად იცნობს. 

"დიდი მადლობა ბერას, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ბერა ივანიშვილთან მქონია შეხება, ერთხელ ვარ შეხვედრილი", - განაცხადა ქებურიამ. 

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც სასამართლო დარბაზიდან 50 000 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მუსიკოსები 7 ივნისს დააკავეს. მათ საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე