საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ,,ბირჟა მაფიის" წევრების საქმემ ბევრი კითხვა გაუჩინა და ის ელოდება ამ კითხვებზე პასუხს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს "ბირჟა მაფიის" წევრების სასამართლო დარბაზიდან გირაოს ნაცვლად გათავისუფლების კითხვაზე კომენტირებისას განუცხადა.
,,ამ საქმემ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ჩვენ ეს ყველამ კარგად დავინახეთ, არა მხოლოდ მედიაგამოხმაურების, არამედ აქციის სახით, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა. ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსების და მათ შორის პრემიერის გამოხმაურება მოჰყვა. ამ საქმეს გააჩინა სერიოზული კითხვის ნიშნები, მათ შორის ჩემშიც. ეს ის შემთხვევაა, როცა დამაჯერებელი პასუხი და ინფორმაცია უნდა მივიღოთ.", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ბირჟა მაფიის" წევრები გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.