აშშ - ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი და მისი ვაჟი ბერონი, თეთრ სახლში საცხოვრებლად, ოფიციალურად გადავიდნენ. მელანიამ, ტვიტერზე თეთრი სახლის ფანჯრიდან გადაღებული ფოტო ატვირთა და სტატუსი გამოაქვეყნა:
"მოუთბენლად ველოდები, ჩვენს ახალ სახლში გატარებულ ტკბილ მომენტებს" - წერს მელანია ტრამპი.
2017 წლის 20 იანვარს, დონალდ ტრამპი აშს - ის პრეზიდენტად აირჩიეს. მელანია და მათი ვაჟი ბერონი კი, საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდნენ.
მიზეზი, ბერონის სკოლა იყო, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობდა და მისი შეცვლა, დედას არ უნდოდა.
ამ გადაწყვეტილებამ, საზოგადოების დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია - პრეზიდენტების მეუღლეები, თეთრ სახლში საცხოვრებლად, როგორც წესი, ინაუგურაციის შემდეგ გადადიან.
ნიუ-იორკის მოსახლეობა გახარებულია ამ ფაქტით, მიზეზი, კი ის არის, რომ მელანია და მისი ვაჟი "Trump Tower" - ის ცათამბრჯენში ცხოვრობდნენ, რომელსაც დაცვის დიდი ნაწილი იცავდა, რაც საგზაო მოძრაობას აფერხებდა და მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა.
გადავა თუ არა ბერონი ახალ სკოლაში, თუ ისევ 2 ქალაქში მოუწევთ ცხოვრება დედა-შვილს, ეს ჯერჯერობით უცნობია.