საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "ბირჟა მაფიას" წევრების საქმესთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, პროკურატურამ საქმეში ახალი გარემოებები აღმოაჩინა.
"პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები", - აცხადებს ჯეჯელავა.
"ბირჟა მაფიას" წევრები 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორივე მათგანი 7 ივნისს ნარკოტიკული საშუალება MDMA--ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვინი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ადვოკატებმა გაასაჩივრეს.