ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა საარჩევნო დაპირებას - ალექსანდრე ჯეჯელავა

11:45 06-13-2017
103

ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გრძელდება. აღნიშნული კომენტარი მინისტრმა მუსიკოსების მიხეილ მგალობლიშვილისა და გიროგი ქებურიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერის განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე ვიდრე დაგეგმილი იყო",-  აღნიშნა ჯეჯელავამ.

"ბირჟა მაფიას" წევრები 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორივე მათგანი 7 ივნისს ნარკოტიკული საშუალება MDMA--ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვინი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე