ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს "ბირჟა მაფიას" წევრების ციხიდან გამოშვება ბერა ივანიშვილის მიერ გაკეთებული გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა.
"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ჩვენგანი მაშინ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, როცა ფაქტი მოხდა. რაც ვიცით, არის ის, რომ მთავრობის და პრემიერის გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ბერას კომენტარს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
"ბირჟა მაფიას" წევრები 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორივე მათგანი 7 ივნისს ნარკოტიკული საშუალება MDMA--ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვინი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ადვოკატებმა გაასაჩივრეს. რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმა.