კეტი პერიმ კონცერტზე ქართველი დების შექმნილი კოსტიუმით გაიბრწყინა - ვიდეო (ფოტო)

13:46 06-13-2017
697
თეგები: კეტი პერი

კეტი პერიმ ქართველი დების, ნინა და გვანცა მაჭარაშვილების მიერ შექმნილი ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კოსტიუმი მოირგო. ფოტოსა და ვიდეოს კონცერტიდან, სადაც პერის ქართული ბრენდის სამოსი აცვია Mach & Mach-ის გვერდი აქვეყნებს. 
სოციალურ ქსელში ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეკა ხოფერიამ პოსტი  გააზიარა და დაწერა, რომ დღეს ქართული ბრენდისთვის დიდი დღეა.

"დღეს დიდი დღეა! ქართული ბრენდი machandmach da Katy Perry! გილოცავთ" - წერს ეკა ხოფერია.



ავტორი: თეონა აბესაძე