თამთა ზარანდია: "ორი წელია ყოველდღე, ყოველწუთს ქვეცნობიერში რაღაც მტკივა"

14:41 06-13-2017
1753

13 ივნისის სტიქიას შეწირული დებ ზარანდიების მეგობარი და ბიძაშვილი თამთა ზარანდია ძველ ვიდეოს აქვეყნებს. 

"თითქმის ორი წელია ყოველდღე, ყოველწუთს ქვეცნობიერში რაღაც მტკივა, მაკლია, მეწვის...
თითქმის ორი წელია ტკივილის ბურთს სადღაც გულსა და ყელს შორის გაჩერებას ვაიძულებ. ხშირად არ გამომდის, ივნისში განსაკუთრებით და ასეთ საღამოს უფრო განსაკუთრებით" - წერს თამთა ზარანდია. 

შეგახსენებთ, რომ დები ზარანდიები 13 ივნისის სტიქიის დროს დაიღუპნენ. 



ავტორი: თეონა აბესაძე