თბილისის ზოოპარკის ახალი ცხოვრება 13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ

15:51 06-13-2017
239

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ტრაგიკულ ღამეს ზოოპარკის სამი თანამშრომელი და 270 ცხოველი დაიღუპა. განადგურდა პარკის თითქმის ნახევარი ტერიტორია, მოიშალა ინფრასტრუქტურა.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, ზოოპარკის გარეთ აღმოჩნდა ბეჰემოტი ბეგიც. ცხოველების ნაწილი ლიკვიდრირებული იქნა, ნაწილი ზოოპარკის თანამშრომლებმა დააბრუნეს ვოლიერებში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობა ცხოველებისა დაიღუპა, სტიქიას 300-მდე ბინადარი გადაურჩა, მათ შორის მარტორქა, სპილოები.

ორი წლის შემდეგ ზოოპარკს ვესტუმრეთ, რათა შეგვეფასებინა გასული ორი წელი და გვენახა, თუ რა ხდება დღეს იქ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი