- ბოლო ორი კონცერტია მაყურებელს ეჩვენება, რომ მაგდა ვასაძეს გაადაეკიდე...
- არ გადავეკიდე. მაყურებელს თუ ეჩვენება, მაშინ მაყურებელი თვითონ რატომ გადაეკიდა და რატომ იყო ბოლო ორი კონცერტი მაგდა ვასაძე აუტსაიდერი?!
- თქვენ შეფასებებს აკეთებთ მანამ, სანამ ხმების რაოდენობა გამოვლინდება... ამიტომაც გაჩნდა ეს კითხვა...
- გინდათ თქვათ, რომ შეიძლება გავლენას ვახდენ მაყურებელზე?
- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ასეა.
- კი, გეთანხმებით, მაგრამ მე არ გადავეკიდე მაგდას. უბრალოდ ვთქვი შენიშნვნა და დანაკლისი მაგდას შემთხვევაში. მას იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, ბევრად მეტი შეუძლია.
- მისი რეპერტუარი არ მოგწონდა?
- მომწონდა, უბრალოდ იდეალურია მისთვის და ზედმეტად მარტივი. მაგალითად გეტყვით. მე რომ მივიდე ახლა წამყვანების კონკურსზე და ახალბედა კონკურსანტებთან ერთად „კურიერის“ ტექსტები ვიკითხო. ეს ხომ არ იქნება სამართლიანი...
- მაგდა ხომ არ არჩევს სიმღერებს...
- მენტორთან ერთად არჩევს. ამიტომ ის შენიშვნები, რომელსაც მე ვეუბნები კონკურსანტს, ირიბად მის მენტორსაც ეკუთვნის.
- გიორგი, ერთადერთი მენტორი ხარ, ვისაც ორი კონკურსანტი დარჩა ფინალში. ვინ არის ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი კონკურენტი შენი ბავშვების?
- სანდრო, რომელიც უკვე მეორე კონცერტია ესემესლიდერი გახლავთ.