კეტი პერიმ ტეილორ სვიფტს პატიება სთხოვა

17:22 06-13-2017
143

კეტი პერისა და ტეილორ სვიფტს შორის "ცივი ომის" შესახებ უკვე დიდი ხანია ლეგენდები დადის. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პერიმ ტეილორს მსოფლიო ტურის წინ ერთ-ერთი მოცეკვავე წაართვა. ამის საპასუხოდ, სვიფტმა ვიდეო გადაიღო Bad Blood, სადაც მეგობრები მოღალატესთან ბრძოლისთვის ემზადებიან. რგოლში, კეტი პერის პროტოტიპს სელენა გომესი განასახიერებდა.   

კეტი პერიმ ტეილორ სვიფტს ბოდიში მოუხადა.

"მე მას ვპატიობ და ბოდიში მინდა მოვუხადო ყველაფრისთვის, რაც გავუკეთე. ამავეს ველი საპასუხოდ. მიყვარს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ის არაჩვეულებრივ სიმღერებს წერს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ უთანხმოების გამოსწორებას, მთელი მსოფლიო იტყვის: "მაშინ ჩვენც შეგვიძლია".

ავტორი: თეონა აბესაძე