"არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე "ჩაუდეს"

17:33 06-13-2017
89

ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს არ სჯერა, რომ "ბირჟა მაფიას" წევრებს ნარკოტიკები ჩაუდეს. მისი თქმით, პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება რაიმე განცხადებას მოეხდინა.

"არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე "ჩაუდეს". არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას. პროკურატურას თავისი ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი აქვს. ვფიქრობ, გამოძიებამ და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ მე ალბათ, ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში", - განაცადა სერგეენკომ. 

"ბირჟა მაფიას" წევრები 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორივე მათგანი 7 ივნისს ნარკოტიკული საშუალება MDMA--ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვინი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე