13 ივნისის ტრაგედიას შეწრული ახალგაზრდა ივლიტა ჯიბუტის ნათესავი ნიკო ჯიბუტი, ტრაგედიიდან 2 წლის თავზე ასეთ ცრემლნარევ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ტკივილი მუდმივი ყოფილა, რომელსაც დროდადრო დაეფინება სხვა მოვლენები და
ემოციები, თითქოს გადაეფარება ამ ტკივილს, მიაჩუმათებს, გზას
გაგაგრძელებინებს, მაგრამ ის მაინც ამოხეთქავს და ცრემლად გაგეჩხირება,
გაგაშეშებს, გონება მიუწვდომელს გაგხდის, ყოველდღიურად გამოჟონავს და ისევ
მიეფარება ყოველდღიურობას. დაუჯერებლობა გტანჯავს...არეული მონატრება,
უმწეობა... მორცხვი ღიმილი, ჭკვიანი თვალები, საკუთარი აზრის მტკიცე დაცვა
ოდნავ გაბზარული ხმით, უზადო შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა,
სიყვარულის გასხივება... ჩემი ივლიტა... უფალო შეგვიწყალე..."