რეპერი მასტერი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

14:10 06-14-2017
105

ამ წუთებში პროკურატურაში "ბირჟა მაფიის" წევრების საქმეზე მათი მეგობარი რეპერი მასტერი იკითხება. მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების საფუძველი მასსა და ბირჟა მაფიის წევრს, გიორგი ქებურიას შორის სოციალურ ქსელში მიმოწერა გახდა, რომელიც რეპერმა გაასაჯაროვა.

მიმოწერა გიორგი ქებურიას დაკავების წინა ღამეს შედგა, მასში აღნიშნულია, რომ შსს-ს "ბირჟა მაფიის" წევრების მიერ გადაღებულ კლიპთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს. 

შეგახსენებთ, რომ "ბირჟა მაფიის" წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა ისინი ბრალდებულებად რჩებიან. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე