ქართველი მორაგბეების ემოციები არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ

15:29 06-14-2017
102
თეგები: რაგბი

ქართველი მორაგბეები - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე ემოციურად აღნიშნავენ არგენტინასთან გამარჯვებას.

13 ივნისს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი ანგარიშით 26:25 მოიგო და უძლიერესთა შორის  ადგილი შეინარჩუნა.
“ბორჯღალოსნებმა” რევანში აუღეს არგენტინას ჯგუფში წაგებისთვის და 18 ივნისს, მე-9 ადგილისთვის მატჩში ირლანდიას შეხვდებიან.

წინა ჩემპიონატის ნახევარფინალისტი არგენტინა კი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, სამოას დაუპირისპირდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

ავტორი: ლილუ მიროტაძე