პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, რომელიც „აუდიტორია 115-ის“ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აუდიტორია 115"-ის განცხადება უპასუხისმგებლობა და ინტერპრეტაციაა, რადგან მის ლექსიკონში სიტყვა "დასჯა" საერთოდ არ შედის.
"ჩემს ყოველდღიურ ლექსიკონში სიტყვა დასჯა საერთოდ არ შედის, მით უმეტეს, პოლიტიკურ ლექსიკონში და ამდენად, ეს უპასუხისმგებლო განცხადება და ინტერპრეტაციაა, რომელიც ჩვენს შეხვედრას მიეცა. ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო განცხადებების ფორმით გვიწევს დიალოგი. სტუდენტებმა იციან, რომ ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის განხილვა ბოლომდე წარმატებით მივიდეს და შესაბამისად, საშემოდგომო სესიისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ჩემი მხრიდან არც მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა. ძალიან გულდასაწყვეტი და არასერიოზულია, როდესაც მსგავსი განცხადებები ხდება. მით უმეტეს, სტუდენტებმა იციან, რომ სამუშაო ფორმატში ყოველთვის შეიძლება დაკავშირება ჩემს სამდივნოსთან. არასდროს შეხვედრაზე უარი არ გვითქვამს და თუ კითხვები შეეძლოთ ჰქონდათ, ჩვენთან გადამოწმება შეეძლოთ. გიდასტურებთ, როგორც კანონპროექტის ავტორმა, გადაწყვეტილება მივიღე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გადავადდეს“, – განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შანტაჟსა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულეს.