"ცენტრ პოინტის" საქმის "მაგნოლიის" ეპიზოდზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან

10:52 06-15-2017
175

"ცენტრ პოინტის" საქმის "მაგნოლიის" ეპიზოდზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი სხდომას არ დაესწრებიან. გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობების შესრულების გეგმა უკვე წარუდგინა და პასუხს ელოდება. საუბარია პროექტებზე და ინვესტორთა სიაზე, რომლებიც დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.

გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე