ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დებატები დაიწყო

12:45 06-15-2017
95

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დებატები დაიწყო. დეპუტატები ჟურნალისტის საქმეზე მიღებულ რეზოლუციაზე მსჯელობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, მკაცრი შენიშვნების ნაცვლად, მოლაპარაკებების გზა აირჩიოს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ხვალ ბაქოში ვიზიტით ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი მიემგზავრება. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მთავარი თემა აფგან მუხთარლის საქმე იქნება.

დღეს დილას, ევროპარლამენტის ვებ გვერდზე, რეზოლუციის პროექტის საბოლოო, ოფიციალური ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. რეზოლუციის პირველ 4 პუნქტში საქართველოზეა საუბარი, საიდანაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა.

სტრასბურგში აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევაც იმყოფება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე