შარლიზ ტერონი კვლავ შეყვარებილია - ვინ არის მისი რჩეული

12:48 06-15-2017
530

ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი, შარლიზ ტერონი და შონ პენი, ერთმანეთს, 2 წლის წინ, დაშორდნენ. პენს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა შერლიზის შვილის, ჯექსონის, შვილად აყვანა, მაგრამ  ტერონმა მიატოვა. ერთი წლის შემდეგ, შერლიზმა განაცხადა:

" ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ, რაღაც მომენტში ჩვენი ურთიერთობები გაქრა და ჩვენ, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება" - ამბობს შერლიზი.

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ჰოლივუდში, მაინც ფიქრობდნენ, რომ წყვილი ისევ შერიგდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შერლიზიგაბრიელ ობრი კვლავ შეყვარებულია.მისი რჩეული ამჟამად, ჰოლი ბერის ყოფილი ქმარი, მსახიობი, გაბრიელ ობრია. ჰოლის და გაბრიელს,  ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, ნალა, ჰყავთ.. 

ტერონმა და ობრიმ, ერთმანეთი კერძო სკოლაში გაიცნეს, სადაც მათო შვილები სწავლობენ. ამბობენ, რომ ისინი, ხშირად დადიან პაემანზე და ტელეფონითაც ხშირად საუბრობენ.

საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი რომანი, მაგრამ ფაქტია, რომ შარლიზი შეყვარებულია და გაბრიელთან, ხშირი ურთიერთობები აქვს.

იხ. ფოტოები: 

ავტორი: რუსა ღვანიძე