"მძევლებმა" რუსულ კინოფესტივალ "კინოტავრზე" ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა. რეზო გიგინეიშვილი საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, ვლად ოპელიანცი - საუკეთესო ოპერატორად. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თინა დალაქიშვილი გამოეხმაურა.
"საუკეთესო რეჟისორი...ამაყი ვარ" - წერს დალაქიშვილი.