მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

15:39 06-15-2017
234

მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, რომელიც რადარებიდან გაქრა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ გამოცემა Straits Times წერს. გაზეთის ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.

თვითმფრინავმა კატასტროფა კუანტანის ავიაბაზიდან 51 კილომეტრში განიცადა.

მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი კუანტანის ავიაბაზიდან დილით ადრე აფრინდა და ნახევარ საათში რადარებიდან გაქრა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე