16 ივნისს 11:30 საათზე "ადამიანის უფლებათა ცენტრი" პროკურატურის მანკიერი პრაქტიკის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
უფლებადამცველები ისაუბრებენ იმაზე, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მოთხოვნით, გამოძიება განახლდა პოლიციელთა მიერ ნაცემი მოქალაქის საქმეზე, პროკურატურამ გამოძიება იმავე გამომძიებელს დაავალა, რომელიც ამავე საქმეს ადრე არაეფექტიანად და უშედეგოდ იძიებდა.
"ლ.შ.-ს საქმე არის კიდევ ერთი დასტური, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება შეუძლებელია არსებული სისტემით და ამ მიზნით აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა", - აცხადებენ უფლებადამცველები.