ტერეზა მეიმ „გრენფელ თაუერში“ მომხდარი ხანძრის გამოძიების განკარგულება გასცა

17:09 06-15-2017
71

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ „გრენფელ თაუერში“ მომხდარი ხანძრის გამოძიების განკარგულება გასცა. ინფომაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

„ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ეს საზარელი ტრაგედია სათანადოდ იყოს გამოძიებული“, - განაცხადა ტერეზა მეიმ და აღნიშნა, რომ 
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები ლონდონში საცხოვრებლით უზრუნველყონ.

"გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ლონდონის პოლიციაში გააკეთეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე