საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია ბევრ კრიტიკას შეიცავს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა იქნეს შესწავლილი.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ნახსენებ ყველა შეკითხვას დროზე გაეცეს პასუხი, რისკენაც იმთავითვე მოუწოდებდა საქართველოს პრეზიდენტი და ის ფრაზა, რომელიც რეზოლუციაშია აღნიშნული, სწორედ მოწოდებაა იქითკენ, რომ სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისათვის, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ეფექტიანად იქნას აღნიშნული საკითხი შესწავლილი რათა ჩვენი პარტნიორებისათვის ნათელიიყოს სურათი და თავიდან იქნას აცილებული არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ ის, რამაც მსგავსი კრიტიკა გამოიწვია", - განაცხადა ფხალაძემ.
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს კენჭი დღეს უყარა.
„ევროპარლამენტი: მტკიცედ გმობს თბილისში აფგან მუხთარლის გატაცებას და მის შემდგომ თვითნებურ დაკავებას ბაქოში. აღნიშნულს განიხილავს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევად და გმობს ამ სერიოზულ კანონდარღვევას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.