პოლიციელების მხრიდან მოქალაქის უკანონოდ დაკავების კიდევ ერთი ფაქტი ხდება ცნობილი

12:20 06-16-2017
127

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" "პრაიმტაიმის" პრესკლუბში კიდევ ერთი ფაქტი გაასაჯაროვა, როგორ დააკავეს პოლიციელებმა მოქალაქე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით და დაკავების დროს მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

როგორც პრესკონფერენციაზე დაკავებულის მამამ ვანო შათირიშვილმა განაცხადა, მისი შვილი თანახმაა განმეორებითი ბილიოგიური ექსპერტიზა ჩაიტიროს, რათა დადგინდეს, რომ ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებასთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ეკა ლომიძის თქმით, ლ.შ 2013 წლის 24 დეკემბერს რუსთავის შს სამმართველოს მკე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც შემდეგ საქმეც აღიძრა, თუმცა 2014 წლის 15 მარტს, საქმის ზედამხედველმა პროკურორმა მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

2016 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიამრთა პროკურატურას და მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ არ შესწავლილა მთელი რიგი მტკიცებულეები, რაც სისხლის სამართლის საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია შემაშფოთებელ ტენდენციად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ იმ გამომძიებელს დაევალა, რომელიც მანამდე ამ საქმეს იძიებდა. 

"პროკურატურაში არსებული მანკიერი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აუცილებელია სისტემური ცვლილება, კერძოდ - დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს", - განაცხადა იურისტმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე