"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე არ ეთანხმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციაზე გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროტესტის გამოთქმის საშუალება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ.
ამის შესახებ ვაშაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს პასუხიმსგებლობას იმ საქმეებზე იღებს, რასაც ის პირადად აკეთებდა.
"მე პირადად პასუხიმსგებლობას იმაზე ვიღებ, რასაც მე ვაკეთებდი. ვმუშაობდი მაგალითად იუსტიციის სახლების მშენებლობაზე, ვფიქრობ, მაშინაც სერიოზული პრობლემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში. პოლიტიკური კარიერა დავიწყე 2012 წელს. მას შემდეგ, ყველა საკითხთან დაკავშირებით, ვაფიქსირებ აბსოლუტურად ღიად ჩემს პოზიციას. მანამდეც, სოციალურ ქსელებში და ა.შ> ხშირად დამიფიქსირებია სხავდასხვა თემაზე პოზიცია. ასე რომ, ავუკრძალოთ ერთმანეთს მოსვლა, პრობლემა არ არის, დავიქსაქსოთ და ვნახოთ რა შედეგზე გავალთ", - განაცხადა ვაშაძემ.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერview“-ს დახურვა გააპროტესტეს. „საზმაუ ჩვენია“, „არ დაგითმობთ მაუწყებელს“ - ამ ტრანსფარანტებით მაუწყებელთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფკავშირების წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმოწერებიანი განცხადება გაუგზავნეს. ისინი ითხოვენ, უახლოეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში მოიწვიონ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც საზოგადოების წევრებს, საშუალება ექნებათ არსებული მენეჯმენტის პოზიციები მოისმინოს აქამდე გაჩენილ პასუხგაუცემელ კითხვებზე.