ცნობილი იტალიელი სექს-სიმბოლო, მსოფლიოში აღიარებული კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი, საქართველოში ჩამოდის, რომლის ორგანიზებას, მსახიობი, ედმონდ მინაშვილი გაუწევს.
ედმონდ მინაშვილმა მონიკა ბელუჩი, კანში გაიცნო და საქართველოშიც მოიწვია. მონიკა ბელუჩი, თბილისში, 19 სექტემბერს ჩამოვა.
"დაპატიჟებულია თბილისში, ჩვენი დაიკო მონიკა" - წერს სოციალურ ქსელში ედმონდ მინაშვილი.
" რამდენი კაცის ოცნებაა ახდენილი ამით? :)) გადასარევი ამბავია" - წერენ კომენტარებს, სოციალური ქსელის მომხმარებლები.