"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს ირაკლი შოთაძე ხვდება

16:17 06-16-2017
110

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი შოთაძე ხვდება. დაზარალებულებმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე მიმდინარეობს, ჭიანურდება. დაზარალებულები კომპენსაციების გაცემასაც ითხოვენ.

30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. დაზარალდა ათეულობით მოვაჭრე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე