"ცარიელი სახლი", ევრიმაჟის მთავარი ჯილდოს გამარჯვებულია!
ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, "ცარიელი სახლი", "Eurimages Co-production Development Award" - ის ჯილდოს მფლობელი გახდა.
TIFF (Transilvania Pitch Stop Awards) ფესტივალზე, 100-ზე მეტი პროექტიდან, თავდაპირველად, 11 პროექტი შეარჩიეს, ხოლო ჟიურიმ, 11 შერჩეული პროექტიდან, საუკეთესოდ, "ცარიელი სახლი" დაასახელა.
ეს ჯილდო, პროექტის განვითარების ჯილდოებს შორის, მთავარი პრიზია და 20 000 ევროს შეადგენს.
"ძალიან აღფრთოვანებულები ვართ, ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვებისთვის.
ჩვენი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი, "ცარიელი სახლი", ევრიმაჟის კოპროდუქციის განვითარების, მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა" - წერს რატი წითელაძე.