აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჰიქმეთ გაჯიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.
გაჯიევი ამბობს, რომ რეზოლუცია მიკერძოებული დოკუმენტია, რომელიც 20 წუთში მიიღეს და რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია გუშინ მიიღო.