ზოოპარკის ტერიტორია ხიდით მზიურს დაუკავშირდება და ერთიანი რეკრეაციული ზონა შეიქმნება. ამას ითვალისწინებს ახალი კონცეფცია, რომლის შესახებაც დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
თბილისის მერის ინფორმაციით, ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, სადაც საბავშვო სივრცეც იქნება განთავსებული.
"სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობის განვითარებისთვის მომზადდა კონცეფცია, რომლის მიხედვით ეს ორი სივრცე ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს ხიდით და იქნება ერთიანი რეკრეაციული სივრცე", - განაცხადა თბილისის მერმა.